სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
21-04-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მას დაწყებითების კათედრის ხელმძღვანელი - ელენე მჭედლიძე, მასწავლებლები: მაია სიხარულიძე,  ვანდა ჩხობაძე, ქეთინო ბჟალავა და ლანა კილაძე ხელმძღვანელობდნენ.

ღონისძიებაზე ბავშვებმა, ქართული ენის დღე დამსწრე საზოგადოებასა და სკოლის დირექციას ლამაზი ლექსებით, სიმღერებით  მიულოცეს.

მოსწავლეებმა ზეიმზე შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიებაში ისინი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება