სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვების მეგობარი და მასწავლებელი“ - ქუთაისის N4 სკოლის მე-2 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
30-10-2026
-
+


27 ოქტომბერს ცნობილი ქართველი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის II კლასში, პედაგოგ ნინო ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საინტერესო და შინაარსიანი აქტივობა სახელწოდებით - „ბავშვების მეგობარი და მასწავლებელი“.

მოსწავლეებმა გაიხსენეს დიდი ქართველი პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება. ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის უდიდეს ღვაწლზე ქართული განათლებისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.

აქტივობა გამდიდრდა საინტერესო საუბრებით, ბავშვების შთაბეჭდილებებითა და შემოქმედებითი დავალებებით. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლიური ენის სიყვარული, ცოდნის მიღება და ერთმანეთის პატივისცემა. მათთვის იაკობ გოგებაშვილი წარმოჩნდა არა მხოლოდ დიდ მწერლად, არამედ ბავშვების მზრუნველ მეგობრად და დაუღალავ მასწავლებლად.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის, ეროვნული ღირებულებებისა და ქართული ენის სიყვარულის გაღრმავებას.

„ეს დღე პატარებისთვის ცოდნით, სითბოთი და კეთილი ემოციებით სავსე დაუვიწყარ მოგონებად იქცა“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება