სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტურცხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
21-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად ეწყობა.

სკოლაში მორიგი სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა, ამჯერად, მშობლებთან გაიმართა.

„მშობელთა ჩართულობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სასწავლო პროცესში, ამიტომ „ინიციატორთა კლუბის“ ორგანიზებულ სასწავლო პროექტში გავწერეთ სწორედ ეს საკითხიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მშობელთა ინფორმირების კუთხით, მათ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) დაეხმარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ტრენერმა - თეონა ზურაბაშვილმა, სომხურ ენაზე, მაღალპროფესიონალურ დონეზე წარმართა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ტრენინგი.

პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამსწრე საზოგადოების აქტიურობა და ჩართულობა მაღალი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მშობლებს საინფორმაციო წიგნები და ბროშურები დაურიგდათ.

„ვფიქრობ, მშობელთა დაინტერესებაც დიდია და ვიმედოვნებ, რომ მათი მონაწილეობა ჩვენს პროექტებში და ზოგადად სასწავლო პროცესში უფრო აქტიურ ხასიათს მიიღებს. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო LAG-ის და თეონა ზურაბაშვილს - თანამშრომლობისათვის. ასევე, მადლობას ვუხდი ყველა მშობელს, ვინც დაინტერესდა და დაესწრო დღევანდელ ღონისძიებას, ვიმედოვნებ მომავალ შეხვედრებზე უფრო ბევრი ვიქნებით, რაც მეტად გაზრდის წარმატების მიღწევის შანსს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა მეტად გაიზარდოს. ამაზე კი სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება