სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
21-04-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი მოუძღვნეს. მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ასევე ღონისძიება გამართეს - დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს მისი როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, მათ არც „დედა ენის“ სახელმძღვანელოს ავტორის - იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი დავიწყებიათ და მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება