სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა 
21-04-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

ბავშვებმა, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პლაკატები შექმნეს და სასკოლო სივრცეში გამოფინეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსიც ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა, ლამაზი წერის კულტურით თავის წარმოჩენა მოახერხეს.

მოსწავლეებმა გაიაზრეს ქართული ენის დღის არსი და მისი მნიშვნელობა ქართველი ერისთვის, მისი დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალურობის შენარჩუნებისთვის.

მოსწავლეებისთვის, კვირეული ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და პროდუქტიული აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება