| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
23 ოქტომბერს, სკოლაში მოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა სკოლელებს მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები შესთავაზეს.
მოსწავლეებმა შექმნეს ანიმაცია - „ჯადოსნური სამეფო და უხილავი მაცხოვრებლები“, შეადგინეს კროსვორდები, მოამზადეს თემატური გაზეთი და ჩაატარეს საინტერესო ცდები: „აღმოვაჩინოთ ნივთიერებები“.
პროცესში აქტიურად ჩაერთნენ სხვა მოსწავლეებიც, რომლებიც ღონისძიების ბოლოს სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ
აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას.
ქიმიკოსთა დღესასწაული - მოლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 23 ოქტომბერს აღინიშნება და ავოგადროს კანონის, ამადეო ავოგადროს მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზის უკვდავყოფას ემსახურება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ წნევასა და ტემპერატურაზე მოლეკულათა ტოლ რიცხვს შეიცავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მადლობა, ჩვენს საყვარელ მოსწავლეს ამ ლამაზი ინიციატივისთვის!“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად