სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N7 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
21-04-2023
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამის ღონისძიებებს უძღვნიან. 

მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა - ლელა დანელიამ, ქეთევან ბერაიამ და ნანა დონდოლაძემ დედაენის დღე აღნიშნეს. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ქართული ენის მნიშვნელობა და ისტორია კიდევ ერთხელ გააცნეს. 

პატარებმა მშობლიურ ენას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ეს დღე მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. გარდა ამისა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ნანა დონდოლაძემ, მე-7 კლასთან ერთად, პროექტი - „წინა თაობა მომავლის ხიდია“, განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.

„ქართული ენა და დედა ენა არაერთი მწერლისა და პოეტის მუზად იქცა. ილია ჭავჭავაძე, იოსებ ნონეშვილი, მუხრან მაჭავარიანი, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, იოანე ზოსიმე - ეს იმ შემოქმედთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ქართულ ენას და დედა ენას ლექსები მიუძღვნეს, ჩვენი პატარები კი მას მოკრძალებული ღონისძიებით მოეფერნენ და მოეალერსნენ. პატარებმაც უფროსებთან ერთად ხალისით იმოგზაურეს ჯადოსნურ სამყაროში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება