სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა... დასჯის კიდევ რა მეთოდებს იყენებენ მშობლები
26-04-2023
-
+


„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგების მიხედვით, უფროსი ასაკის ბავშვებში ფსიქოლოგიური აგრესიის გამოიყენება უფრო მაღალია. ამასთან, უფროსი ასაკის ბავშვები უფრო მეტად ექვემდებარებიან მძიმე ფიზიკური დასჯის მეთოდებს.

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. 

ბავშვების აღზრდისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის ხშირი გამოყენება დიდი ხანია, ითვლება სერიოზულ პრობლემად საქართველოში მაცხოვრებელი ბავშვების  უსაფრთხოებისთვის. 2018 წელს ჩატარებულმა MICS კვლევამ გამოავლინა, რომ აღზრდის მეთოდი არაძალადობრივი იყო 1-14 წლის ბავშვების 28 პროცენტში („საქსტატი“, 2019).

ბავშვების 66 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა აღიარეს ფსიქოლოგიური
აგრესიის გამოყენება, ხოლო ფიზიკური დასჯა ბავშვების 31 პროცენტს შეეხო. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ბავშვების თითქმის 5 პროცენტმა გამოსცადა სასტიკი დასჯა, როგორიცაა სახეში, თავსა ან ყურებზე გარტყმა და/ან მთელი ძალით ცემა.

„ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ მონაცემების მიხედვით რესპონდენტების თანახმად მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული: ბავშვების 29.4 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა აღიარეს ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება, ხოლო ფიზიკური დასჯა ბავშვების 4.8 პროცენტს შეეხო. არაძალადობრივი მეთოდები გამოყენებული იყო 2-17 წლის ბავშვების 62.5 პროცენტის მიმართ (ცხრილი 9.1). სასტიკი ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენება ნახსენები იყო ბავშვების 0.1 პროცენტის მიმართ.

გოგოებთან შედარებით, ბიჭები უფრო მეტად ექვემდებარებიან აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს.

ქალაქელი ბავშვების მიმართ უფრო ხშირად გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება