სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა ქართული ანბანის შესახებ საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
20-04-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე, მათ მრავალმხრივ განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

ამჯერად, წმიდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლაში ინგლისურ ენაზე პროექტი-პრეზენტაცია - „ქართული ენის ისტორია“ წარადგინეს. ის ეხებოდა ქართულ ანბანსა და დამწერლობას დასაბამიდან დღემდე. 

პრეზენტაციაზე ქართული ენისა და დამწერლობის ეტაპობრივი ცვლილებები განიხილეს. მათ ასევე ინგლისურ ენაზე სახალისო ვიქტორინა - „რამდენად კარგად ვიცით ქართული ენა“ გამართეს, სადაც ძველი ქართული სიტყვები გამოიყენეს. მათ ძველი ქართული გამოცანები ინგლისურადვე თქვეს.

პრეზენტაცია კლასის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია პაპინაშვილმა მოამზადა.

ღონისძიებას გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე  ესწრებოდა, რომელმაც მოსწავლეებს და პედაგოგს ნათია პაპინაშვილს, ასეთი საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებისათვის, მადლობა გადაუხადა.

„მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნა, რაც მათ გამართულ საუბარში გამოიხატებოდა...
პრეზენტაციას მაღალი შეფასება მისცეს: უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელმა - ინგა ჩადუნელმა, სასწავლო პროცესების მენეჯერმა, ინგლისური ენის პედაგოგმა - მზიური კოჩალიძემ, მეთოდური მუშაობის ხელმძღვანელმა - მაყვალა ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა რუსუდან რევაზიშვილმა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება