სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის ეზოში სასკოლო საზოგადოებამ ასი ძირი ტუიას ნერგი დარგო
20-04-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ გამწვანების ღონისძიებას სთავაზობენ. მოზარდებიც გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან და სხვებსაც ბუნების დაცვისკენ მოუწოდებენ. ეს ყველაფერი კი პირველ რიგში სასკოლო გარემოზე აისახება. 

ამჯამად, სკოლაში წარმატებით სრულდება სასკოლო პროექტი - „ჩვენი სკოლის მწვანე ეზო“.

19 აპრილს, სკოლის ეზოში, პროექტის ფარგლებში, ძირითადი აქტივობა - მარადმწვანე ტუიას ნერგების დარგვა - განხორციელდა.

პროექტის ხელმძღვანელი ლამზირა ონიანი, მოსწავლეები და მასწავლებლები, დირექცია და ტექნიკური პერსონალი ერთნაირი ხალისით ჩაერთვნენ აღნიშნულ აქტივობაში.

სასკოლო საზოგადოებამ ეზოში ასი ძირი ტუიას ნერგი დარგო.

„ცალკეული კლასი პასუხისმგებლობას იღებს მათ მოვლა-პატრონობაზე, რაც ორმაგად სასიხარულოა: შედეგად მივიღებთ ლამაზ და ჯანსაღ მწვანე გარემოს, ჩვენს მოსწავლეებს კი გამოუმუშავდებათ შრომითი საქმიანობის, გარემოზე ზრუნვისა და თანამშრომლობის უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, დირექტორ მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური დახმარებისათვის მადლობას უხდიან.

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო ინიციატივების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარებისათვის, რაც შემდგომში ამ კუთხით მუშაობის სტიმული იქნება“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება