სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაზიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
20-04-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში დედანის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრთა ორგანიზებით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ამ დღისადმი მიძღნილ აქტივობებში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი თინა გავაკეთაშვილი) დედაენის დღეს ზეიმი მიუძღვნეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

IV, V კლასის მოსწავლეებს ( მასწავლებლები: დიანა სააკაძე და ეკა ბუთხუზი) სკოლაში საინფორმაციო შეხვედრები ჩაუტარდათ და ისინი აღნიშნული დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ.

ღონისძიებაზე ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების (მასწავლებელი ეკა ბუთხუზი) მონაწილეობით მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი, რომლის დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. 

მე-5 კლასის მოსწავლეებს კი, რომელთა დამრიგებელი ეკატერინე ჩიტიშვილი გახლავ,თ სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩაუტარდათ „ლიტერატურული საღამო“,  სადაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქცენტი გაკეთდა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაზე. 

სკოლაში ასევე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მე-3, მე-4 და მე-6 კლასების (პედაგოგი დარეჯან მახათაძე) მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს. მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.

 მე-7 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ბუთხუზი) კი პრეზენტაცია გააკეთეს და თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობებშიი დიდი ხალისით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობების მიზანი იყო ქართული ენის სიწმნიდის დაცვა, მისი როლის გაცნობიერება ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მოსწავლეთა ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება