სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალის 10 ახალი ფუნქცია და ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის
22-04-2023
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით ელექტრონულ ჟურნალს დაემატა 10 ახალი ფუნქციონალი. სისტემა პედაგოგებს დეტალურ ინსტრუქციას სთავაზობს, რომელიც მათ სამუშაო პროცესის გამარტივებაში დაეხმარება.

ახალი ფუნქციონალის ჩამონათვალი და ინსტრუქცია.

1. მონაცემთა გვერდიდან ჩათვლის დაწერის შესაძლებლობა.
2. კალენდრის გვერდზე დამრიგებელს შეუძლია ნახოს საკუთარი სადამრიგებლო კლასის ღონისძიებები, სკოლის დირექტორს და მისი როლის მქონე მომხმარებელს კი - სკოლაში არსებული ყველა კლასის ღონისძიებები.
3. მოთხოვნების გვერდი - მოთხოვნის სტატუსის ცვლილებისას კომენტარის ველის შევსება არასავალდებულო გახდა.
4. მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასებები - შეფასებები, რომლებიც არ მონაწილეობენ სემესტრული შეფასების გამოანგარიშებაში, ვიზუალურად განსხვავდება იმ შეფასებებისგან, რომლებიც მონაწილეობენ სემესტრული შეფასების გამოთვლაში
5. მოსწავლის შეფასების კომპონენტში “დამოუკიდებელი სამუშაო” ჩანაცვლდა ტერმინით „საშინაო დავალება“.
6. ჟურნალის გვერდზე თარიღების არჩევის ფუნქციონალი ვიზუალურად შეიცვალა და გამარტივდა.
7. სემესტრული განმავითარებელი შეფასება - საგნებზე, რომლებიც ფასდება სემესტრული განმავითარებელი შეფასებით, სემესტრის ბოლოს მასწავლებელი შეძლებს კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას.
8. მთავარ გვერდზე შეუფასებელი შემაჯამებლების სიაში, მასწავლებელს, მის მიერ ჩანიშნული შეუფასებელი შემაჯამებლების გარდა, გამოუჩნდება საკუთარი საგნის და კლასის მოსწავლეების ის შეუფასებელი შემაჯამებლები, რომლებიც სხვა მასწავლებლის მიერ არის ჩანიშნული.
9. ჟურნალის დადასტურებისას, თუ რომელიმე მოსწავლეს უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი, შესაბამის შეტყობინებასთან ერთად გამოვა.
10. არასწორად ასახული მოსწავლეების მონაცემები - თუ მოსწავლის განაწილება მოხდა არასწორ საგანზე, ან არასწორ განაყოფში, კლასის დამრიგებელს შეუძლია მოითხოვოს მოსწავლეზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება