სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

NAEC საგამოცდო წესებს აქვეყნებს - იხილეთ დავალებების ნიმუშები
12-04-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებს, ასევე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ „სერტუსის“ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირების გასავლელად, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 მაისს ჩატარდება. 

რეგისტრაცია 10 მაისს ჩანიშნული გამოცდისათვის 7 მაისის 18:00 საათამდე  გაგრძელდება. ცნობილია მომდევნო  ტესტირებების თარიღებიც - გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. თითოეულისათვის რეგისტრაცია გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ტესტირებაში მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.

 დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.  

პროექტი შეიქმნა 2017 წელს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ „სერტუსის“ განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. 

„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს მეთოდოლოგიის უმაღლეს სტანდარტს და მორგებულია, როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ასევე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს. 

„სერტუსი“ მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის - ტესტირების შედეგი  შესაძლებელია გაითვალისწინონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში. 

ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ);
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პარტნიორ უნივერსიტეტთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„სერტუსი“ დასაქმების მსურველებისათვის -  „სერტუსი“ ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალებაა იმ პირებისათვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს და მიზნის მისაღწევად ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი სჭირდებათ. პოტენციურ დამსაქმებელთან სერტიფიკატის წარდგენა ტესტირების ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება სია იმ პარტნიორი ორგანიზაციებისა, რომლებიც ნდობას უცხადებენ ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზრუნავს სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებზე - პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი შესაძლებლობას აძლევს სოციალური გრანტის მქონე მეოთხე კურსის სტუდენტებს, ერთხელ უფასოდ გაიარონ „სერტუსის“ სრული ტესტირება და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს სურვილისამებრ - როგორც სრული ტესტი, ასევე მისი ნაწილი/ნაწილები. ტესტირების საფასური მსგავსი საერთაშორისო ტესტირებების ღირებულებაზე  მინიმუმ ორჯერ ნაკლები იქნება. მსგავსი ტესტირებებისაგან განსხვავებით, „სერტუსის“ სერტიფიკატის ან ცნობის ასაღებად გამოსაცდელს დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება.

კითხვის დავალებების ნიმუშები - კითხვა, გრამატიკა და ლექსიკა, წერა და ლაპარაკი - ინგლისური ენა

მოსმენის დავალების ნიმუში - ინგლისური ენა

მოსმენის დავალების ნიმუში - აუდიო ფაილი - ინგლისური ენა

ინფორმაციას ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აგრეთვე  ელექტრონულ ბუკლეტში და ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება