სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღის პერსონალის თვითშეფასება შემოწმდება - რა კრიტერიუმით შეირჩა სააღმზრდელო დაწესებულებები
10-04-2023
-
+


ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრამდე რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულმა ყველა ბაღმა უნდა განახორციელოს თვითშეფასება.

თვითშეფასების პროცესის ორგანიზებისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF მხარდაჭერით შეიქმნა თვითშეფასების კითხვარის ელექტრონული პლატფორმა და მომზადდა თვითშეფასების კითხვარები ოთხი მიზნობრივი ჯგუფისთვის: ბაღის ადმინისტრაცია, საგანმანათლებლო პერსონალი, ტექნიკური პერსონალი და მშობლები.

თვითშეფასების პროცესის დაწყებამდე დაიგეგმა პლატფორმის პილოტირების ეტაპი, რომლის მიზანია პლატფორმის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა და დაწესებულებების თვითშეფასების პროცესის დაწყებისთვის მომზადება, ასევე პლატფორმის შინაარსობრივი მხარის - თვითშეფასების კითხვარების შემოწმება, მათი აღქმადობის და რელევანტურობის თვალსაზრისით.

მომზადდა პილოტირების კონცეფცია და შეირჩა პილოტირებაში ჩართული დაწესებულებები, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან. დაწესებულებების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, მათ შორის გეოგრაფიული არეალის მრავალფეროვნება. ამ მიზნით ბაღები შეირჩა თბილისიდან და რეგიონებიდან, კერძოდ მაღალმთიანი დასახლებებიდან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება