სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაკარგავენ თუ არა სტატუსის ამაღლების მსურველები მიღებულ ქულას, თუ შედეგის გასაუმჯობესებლად გამოცდაზე განმეორებით გავლენ და ბარიერს ვეღარ გადალახავენ?
16-04-2023
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა 2023 წელს მეორედ ჩატარდება. უფროსი მასწავლებლების ნაწილი, რომლებმაც შარშან წამყვანის სტატუსის შესაბამისი ქულა მოიპოვეს, გამოცდაზე განმეორებით გასვლასა და შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს.

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო ლიტერატურა მნიშვნელოვნად შემცირდა - რის ცოდნას ითხოვდნენ შარშან და რას ითხოვენ ახლა პედაგოგებისგან?

პედაგოგებს, რომლებიც საგამოცდო ტესტის 75%-იან ბარიერს გადალახავენ, მენტორის სტატუსის მიღების შანსი მიეცემათ, თუმცა გაჩნდა კითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი შედეგის გაუმჯობესების ნაცვლად წამყვანის ბარიერსაც ვეღარ გადალახავს? ხომ არ ჩანაცვლდება გასულ წელს მიღებული ქულა ბოლო, არასასურველი ქულით?

დაკარგავენ თუ არა უკვე მიღებულ შედეგს სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ ბარიერს ვეღარ გადალახავენ? - მასწავლებლების ინტერესიდან გამომდინარე,etaloni.ge-მ  კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ წამყვანის სტატუსის ბარიერგადალახულ პედაგოგს მიღებული შედეგი შეენახება იმ შემთხვევაშიც, თუ გამოცდაზე განმეორებით გასვლისას მინიმალურ ბარიერს ვეღარ გადალახავს.

„თუ მასწავლებელმა ერთხელ უკვე გადალახა ბარიერი, მას მიღებული ქულა შეენახება იმ შემთხვევაშიც, თუ შედეგის გაუმჯობესების მიზნით სტატუსის ამაღლების გამოცდაზე განმეორებით გავა და გასულ წელს მიღებულ ქულაზე ნაკლებს მიიღებს“, - განგვიმარტეს უწყების ცხელ ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის სასურველი სტატუსის მისაღებად მხოლოდ გამოცდის კარგი შედეგი არ კმარა. მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობა პორტფოლიოში წარდგენილი დოკუმენტებით უნდა შეფასდეს.

7 დოკუმენტი, რომელიც თქვენს პროფესიულ საქაღალდეში აუცილებლად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, წამყვანობა გსურთ თუ მენტორობა

პედაგოგების საქმიანობის შესაფასებლად მშობლები კითხვარებს შეავსებენ - მასწავლებლის სახლი განმარტავს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება