| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცნობილია, რის მიხედვით შეფასდება სტატუსის ამაღლების მსურველთა პროფესიული საქაღალდე. წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის პორტფოლიოს ორი დონე შემუშავდა. I დონე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვისაა განკუთვნილი, II დონე კი - მენტორობის მსურველებისთვის.
პორტფოლიოს დონეები სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მოითხოვს. პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტში ის საოროიენტაციო მტკიცებულებებია მოცემული, რომელთა შეტანაც მასწავლებელს პორტფოლიოში შეუძლია.
მართალია, წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა შესაფასებლად განკუთვნილი პორტფოლიოს დონეები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ქვემოთ მოცემული 7 დოკუმენტი აუცილებელად უნდა იყოს როგორც წამყვანობის, ასევე მენტორობის მსურველთა პროფესიულ საქაღალდეში. ესენია:
შეგახსენებთ, რომ პედაგოგებს, რომლებმაც პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს და პორტფოლიოში წარმოდგენილი დოკუმენტები დადებითად შეუფასდებათ, სტატუსს სასწავლო წლის ბოლოს აიმაღლებენ. მასწავლებელს, რომელიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, პრაქტიკული საქმიანობის განმეორებით შეფასების საშუალება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება