სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

33 გზა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის - იხილეთ აქტივობების ჩამონათვალი
16-04-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მხოლოდ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარებას არ მოიაზრებს. პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში ეთვლებათ მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებაც, სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება და ეფექტუ­რი უკუკავშირის მიცემაც, ასევე სხვა მრავალი საქმიანობა.

როგორ უნდა მიმდინარეობდეს მასწავლებლების პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე? რისი გაკეთება შეუძლია პედაგოგს პროფესიული განვითარების ფარგლებში? - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ გზამკვლევშია განმარტებული.  პრაქტიკული სახელმძღვანელოს თანახმად, პროფესიული განვითარების საქმიანობათა ფორმებია:

  1. პროფესიულ კონფერენციაზე დასწრება;
  2. სამუშაო შეხვედრებში (ე.წ. უორქშოფებში) მონაწილეობა;
  3. ვინმეს მენტორობის ქვეშ ყოფნა;
  4. მოსწავლეთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  5. პრაქტიკის კვლევა;
  6. ექსპერტთან კონსულტაცია;
  7. „კრიტიკული მეგობრები“;
  8. პარალელური კლასების მასწავლებელთა შეხვედრებში მონაწილეობა;
  9. სასწავლო გეგმის/ების შედგენა;
  10. საკითხის დამოუკიდებელად შესწავლა;
  11. ელექტრონული მიმოწერა საკითხის პრეზენტატორთან;
  12. მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება;
  13. საკუთარ გაკვეთილებზე კოლეგების მიწვევა და მათი გამოხმაურების ანა­ლიზი;
  14. პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანება;
  15. თვითრეფლექსიის ჟურნალის წარმოება;
  16. აუდიო პრეზენტაციების მოსმენა;
  17. სხვა მასწავლებლის მენტორობა;
  18. კოლეგებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
  19. სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, დაკვირვება და ეფექტუ­რი უკუკავშირის მიცემა;
  20. წიგნის განხილვაში მონაწილეობა;
  21. კვლევაში მონაწილეობა;
  22. დისტანციური პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  23. სკოლის განვითარების ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა;
  24. გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა;
  25. კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება;
  26. პროფესიული ჟურნალების და წიგნების წაკითხვა;
  27. ეფექტური პრაქტიკის შესახებ პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვა;
  28. საზაფხულო კურსებში მონაწილეობა;
  29. საუნივერსიტეტო კურსის მოსმენა;
  30. საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის ანალიზი და შეფასება;
  31. სამოდელო გაკვეთილების ჩატარება;
  32. სტატიების დაწერა;
  33. სასწავლო რესურსების შექმნა.

შეგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისთვის პროფესიული საქაღალდის წარმოება ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია. პედაგოგებმა საკუთარი პრაქტიკული საქმიანობის რეფლექსია უნდა დაწერონ და განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია დაურთონ. ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები სასურველი სტატუსის მოსაპოვებლადაც დაგეხმარებათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება