TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ და რა ვადებში აფასებს მასწავლებლის საქმიანობას - ინფორმაცია სტატუსის ამაღლების მსურველებისთვის
24-03-2023
-
+



პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტი უკვე ცნობილია და წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველმა პედაგოგებმა უკვე იციან რა აქტივობები უნდა ჩაატარონ იმისთვის სტატუსის ამაღლება შეძლონ. თუმცა აქტივობიების ატვირთვასთან ერტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა ვინ, როგოირ და რა ვადებში შეფასებს მასწავლებლებს. 

რა ხდება, როცა პედაგოგი ყველა საჭირო დოკუმენტს ატვირთავს: 

მას
შემდეგ, როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები შეესაბამება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ სტატუსის მოთხოვნებს, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.

წინადადების წარდგინება - სკოლის დირექტორი წერილობით წარადგენს წინადადებას სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool). სკოლის დირექტორი ცენტრს წარუდგენს წინადადებას სტატუსის ცვლილების მსურველი მასწავლებლის შეფასების შესახებ
. წინადადების წარდგენის წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. წარდგინებით სკოლის ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროს:

➢
მასწავლებლის წვლილი სკოლის/ სასკოლო თემის განვითარების პროცესში;
➢
მასწავლებლის პროფესიული ეთიკა სასკოლო საზოგადოების წევრებთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ურთიერთობის პროცესში.

შენიშვნა 1: წინადადების წარდგენაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების აზრი.

შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,
წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი (თუ სტატუსის ცვლილების მსურველი მასწავლებელი რომელიმე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულია მოწვეულ/შემცვლელ მასწავლებლად, ის ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება არ წარადგენს განაცხადს სტატუსის ცვლილებაზე).

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, განისაზღვრება სტატუსის ცვლილების მსურველ მასწავლებელთა წინადადების წარდგენის ვადა.

წარდგენის პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სტატუსის ცვლილების მსურველი თითოეული
მასწავლებლისთვის ცენტრი ადგენს შეფასების 10 დღიან პერიოდს და ექსპერტთა ჯგუფის წინაშე მისი საქმიანობის წარდგენის/
პრეზენტაციის თარიღს ასახავს განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool). პორტფოლიოს შეფასებაში
მონაწილეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული
ექსპერტთა ჯგუფი (2-3 ექსპერტი). პორტფოლიოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება ხორციელდება წინასწარ
შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები წინასწარ შეისწავლიან მასწავლებლის პორტფოლიოს, რის შემდეგაც თავად მასწავლებელი
აკეთებს მათ წინაშე პორტფოლიოს პრეზენტაციას.

პორტფოლიოს პრეზენტაცია მოხდება ონლაინ ან პირისპირ ფორმატით.

შენიშვნა: პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებებით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება ხდება პორტფოლიოსა და ექსპერტის მიერ ჩატარებული სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის საფუძველზე. 

მასწავლებლის შეფასება განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool) აისახება ექსპერტთა ჯგუფის წინაშე მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმიანობის წარდგინებიდან ორი კვირის განმავლობაში. პედაგოგები სტატუსს შეიცვლიან სასწავლო წლის ბოლოს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება