სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ბაღების ექსპერტთა საქმიანობის 5 პრინციპი ეთიკის კოდექსიდან
24-03-2023
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ. 

კეთილსინდისიერება - ექსპერტი საქმიანობისას ვალდებულია დაიცვას კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ:

1. ექსპერტი ნებისმიერ სიტუაციაში უნდა მოქმედებდეს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს საკუთარ, სხვა ექსპერტთა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს და სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) რეპუტაციას.
2. ექსპერტი სამსახურებრივი საქმიანობისას უნდა ხელმძღვანელობდეს ეთიკური ნორმებით;
3. ექსპერტი უნდა იყოს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული.
4. ექსპერტი ეფექტიანად უნდა იყენებდეს სამუშაო დროს, ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და სხვა რესურსებს.
5. ექსპერტი არ უნდა იყენებდეს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიას პირადი მიზნებისთვის.
6. ექსპერტმა უნდა აცნობოს ცენტრს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან/დაწესებულების სტატუსის მაძიებელთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ.
7. ექსპერტმა უნდა მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია ყველა იმ დაწესებულების შესახებ, რომელთანაც აქვს საქმიანი ურთიერთობა. 

ობიექტურობა/მიუკერძოებლობა
- ექსპერტი საქმიანობისას ვალდებულია იყოს ობიექტური/მიუკერძოებელი, რაც გულისხმობს,
რომ:

ა) ექსპერტი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარი განწყობებისა და შეხედულებებისაგან;
ბ) ექსპერტი უნდა ინარჩუნებდეს ნეიტრალურობას ნებისმიერ სიტუაციაში და არ ექცეოდეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად;
გ) ექსპერტმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი ან სხვა ნებისმიერი სარგებელი დაწესებულებისგან ან სხვა ნებისმიერი იმ პირისგან, რომელიც ჩართულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. 

კოლეგიალობა - ექსპერტი საქმიანობისას ვალდებულია დაიცვას კოლეგიალობის პრინციპი, რაც გულისხმოს, რომ:

ა) საჯაროდ/ფორმალურ გარემოში ექსპერტის აზრის გამოხატულება არ უნდა იყოს მიმართული მისი კოლეგების, ცენტრის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს და სააპელაციო საბჭოს დისკრედიტაციისაკენ. კონსტრუქციული და განმავითარებელი კრიტიკა არ ჩაითვლება მადისკრედიტებელ ქმედებად;
ბ) ექსპერტი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოჩენას. 

თვითგანვითარება - ექსპერტი ვალდებულია მუდმივად ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, რაც გულისხმობს, რომ:

ა) ექსპერტი უნდა გამოხატავდეს მუდმივ მზაობას, იყოს ჩართული პროფესიული განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში;
ბ) ექსპერტი უნდა ეცნობოდეს შესაბამის სფეროში მიმდინარე სიახლეებს.

კონფიდენციალურობა

ექსპერტი ვალდებულია არ გაასაჯაროოს ან/და პირადი ინტერესისთვის არ გამოიყენოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და შესაბამისი დოკუმენტები და დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ექსპერტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევა წარმოადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით“ გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება