TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაძიებლებისთვის დაფინანსების პირობები განისაზღვრა - რომელ სპეციალისტებს ეხება დოკუმენტი
23-03-2023
-
+


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლებისთვის, რომლებიც ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე/საექიმო სპეციალობებში გადამზადების პროგრამებზე, 2023 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობები განისაზღვრა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საექიმო სპეციალობების მაძიებლების არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია განათლების  დასაფინანსებლად.

დაზარალებული მაძიებლები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით, ხოლო ვაუჩერის განაღდება ხორციელდება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან/ სასწავლებლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე. ვაუჩერის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად და შეადგენს მაქსიმუმ 2 200 ლარს.  

აქვე უნდა ითქვას, რომ დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს დაზარალებულმა მაძიებელმა, რომელიც/რომლის ოჯახიც დაზარალებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო და რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და გადის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში.

დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან, სადაც დაზარალებული მაძიებლები გადიან დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას)/საექიმო სპეციალობებში გადამზადებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება