სიახლეები
სიახლეები

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს ყველა კუთხეში აქტიურად მუშაობს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე
20-03-2023
-
+


საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს ყველა კუთხეში აქტიურად მუშაობს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე და ხელს უწყობს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდას. ამ მიზნით, კი პედაგოგებს სთავაზობს არაერთ კურსსა და ტრენინგს. 

როგორც კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლია ბუკია აღნიშნავს, აქტიური და ნიჭიერი პედაგოგების მხარდაჭერა და ხელშეწყობა აუცილებელია, რაც გააუმჯობესებს საგანმანათლებლო სისტემას, სწავლა-სწავლების პროცესს მეტად წარმატებულს, თანამედროვესა და ეფექტურს გახდის. 

„ჩვენი ტრენინგი და პროფესიული განვითარების პროგრამა მასწავლებლებს ეხმარება უკეთ წარმართონ საგაკვეთილო პროცესი და მიიღონ უკეთესი შედეგები მოსწავლეებისგან. ის ხელს უწყობს მასწავლებლებს თავად იზრუნონ პირად პროფესიულ განვითარებაზე. უწყვეტი უნდა იყოს პროფესიული განათლება - კარგი მასწავლებლები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლობენ. მათ მუდმივად სჭირდებათ ცოდნისა და უნარების განახლება და გაუმჯობესება, რათა ფეხი აუწყონ ოცდამეერთე საუკუნის სიახლეებს“,- აღნიშნავს ლია ბუკია.

მისი თქმით, ეფექტური პროფესიული განვითარება წარმოებს მუდმივად, იგი მოიცავს ტრენინგს, პრაქტიკასა და უკუკავშირს. მას საკმარისი დრო ეთმობა და მოიცავს ტრენინგის შემდგომი პრაქტიკის მხარდაჭერას. წარმატებული პროგრამები აგებულია ისეთ სასწავლო აქტივობებზე, რომლებიც იმეორებს საგაკვეთილო გარემოს და ხელს უწყობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების განვითარებას. სულ უფრო მატულობს ინტერესი სკოლის, როგორც არა მხოლოდ სწავლების, არამედ ერთობლივი სწავლის დაწესებულების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელობას იძენს ის გზები და საშუალებები, რომლითაც მასწავლებლები სისტემატურად უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას.

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი, წარმატებულ ლაგოდეხელ დედმამიშვილებს გვაცნობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო სასწავლო კურსში, რომელიც კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ონლაინ ტარდება. 

მარიამ ბიბილაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის სპეციალური განათლების პედაგოგი:

„გამარჯობა, ისეთი შემთხვევაა რაღა ვთქვა და თან რამდენი რამის თქმა მინდა ... მე მასწავლებელი სიყვარულის გამო ვარ. არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, განათლების ყველაზე კარგი საფუძველი სწორედ სიყვარულია...

როგორც ინკლუზიური განათლების პედაგოგი ვიტყვი, რომ ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ერთის მხრივ, თითქოს გაზრდილია განათლებისა და მთელ რიგ კეთილდღეობათა ხელმისაწვდომობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, თვალნათელია პრობლემები ამ მიმართულებით. თითოეული სპეციალისტის როლი ადგილობრივ დონეზე ამ პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის საქმეში უმნიშვნელოვანესია.

ვიყო მასწავლებელი პატივი, სასიამოვნო და უსაზღვროდ საპასუხისმგებლო საქმეა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ვცდილობ ეს ბედნიერება გავუზიარო გარშემო მყოფებს. ეს უკვე სიკეთეა, ბევრი გაღიმებული მოსწავლეა და ნათელი მომავლის საწინდარია!“,- წერს პედაგოგი მარიამ ბიბილაშვილი.

გიორგი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

„მასწავლებლობა ის პატივია რომელიც მერგო, პასუხისმგებლობაა რომელიც ავიღე  და ის  ნატვრაა რომელიც ამიხდა. ხშირად მოსწავლეობის პერიოდშივე წარმოვიდგენდი ჩემს თავს კონკრეტულ სიტუაციებში. თუ როგორ მოვიქცეოდი მასწავლებლის ადგილას, ბავშვის უპირობო სიყვარული, განვითარების, შემეცნებისკენ მუდმივი  სწრაფვა დასამყაროს გარდაქმნის სურვილი, რაოდენ ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს,  ის პოსტულატებია რაც უნდა იდოს მასწავლებელში, რამეთუ ჩვენ გვაქვს შანსი და უნარი ლოკალური ცვლილებებით გლობალური ცვლილებები მოვიტანოთ, ესაა შანსი დატოვო კვალი ადამიანებში და არა მიწაზე, ესაა შანსი  შეეხიდო მოსწავლეს  მისი მომავლის შენებაში,  ეს ის დიდი მსახურებაა, რომელიც გავსებს და გამოძრავებს, ვფიქრობ, ნამდვილი მასწავლებელი არასდროს იღლება, თუკი ცოდნისა და უნარების წყარო თავადაა მოსწავლეებისთვის და იცლება,  მეორეს მხრივ მოსწავლეებიდანაც მოედინება ზღვა ემოცია, რომელიც ხელახლა გვავსებს, ეს მუდმივაა, რომელიც არ შეიძლება დამთავრდეს, მთავარი რაც მასწავლებელმა უნდა შეძლოს, ალბათ, მოსწავლესთან სოციო-ემოციური კავშირის დამყარებაა, იმ ინდივიდიალური თავისებურებების მიგნება და გათვალისწინებაა, რაც თითოეულ მოსწავლეში, როგორც სამყაროს უნიკალურ მოვლენაში დევს, ეს ის ბაზისია რაც ლეგიტიმაციას აძლევს მასწავლებელს დაეხმაროს მოსწავლეს იყოს   რეალიზებული და 21-ე საუკუნის კომპეტენციებით აღჭურვილი. ასევე ვთლი, რომ  პედაგოგიკაში არ უნდა არსებობდეს ხელოვნური ბარიერები.  სრულიად ვაცნობიერებ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უზარმაზარი ძალა, ძალა გარდაქმნისა უკეთესობისკენ და სამწუხაროდ  უარესობისკენაც, მთავარია ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ, ვაცნობიერებდეთ  ჩვენი სიტყვის ძალას. ვფიქრობ, დღეს როგორც არასდროს ისე გართულდა აღზრდისა და სწავლების საკითხები, თუ იმ მარტივი მოცემულობიდან გამოვალთ, რომ „როგორიცაა ფორმაცია ისეთივეა აღზრდაც“ თანამედროვე სამყაროში კი სადაც მრავალი ფორმაციათა ჭიდილია მოსწავლე არ უნდა დაგვეკარგოს!     თანამედროვე მასწავლებელი მოსწავლის თანადროული უნდა იყოს!  დასტური იმისა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე უპირველესად  მოსწავლეების, ასევე,  მშობლების და სხვა მასწავლებლების   სიყვარული და  პატივისცემაა, რომელსაც უხვად ვგრძნობ და რომელიც მაძლევს ძალას, ენერგიას ვიყო მოსწავლესთან, მოსწავლეთათვის...  არაფერი შეედრება განცდას სკოლის ეზოში შესვლისთანავე  ხედავდე ხელებგაშლილი ბავშვების ზღვას, რომლებიც უანგარო სიყვარულით მოძრაობენ და ამოძრავებენ დედამიწას! იმ ნდობას რომელსაც შენს მიმართ გამოხატავენ.  განსაკუთრებით საამაყო და საპატიოა დაბრუნდე იმ სკოლაში რომელშიც სწავლობდი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლა ის სამჭედლოა, რომელმაც ოჯახთან ერთად შექმნა ჩემი პიროვნება და ამ დიად კედლებში დღეს მე მეძლევა  შანსი  ხელი შევუწყო მოსწავლეებს განვითარებაში.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის ოქროს დიპლომზე დამთავრების შემდეგ დავადასტურე საგნობრივი კომპეტენცია გეოგრაფიაში და, აქვე, უმალვე გავიარე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა,  გარდა  სკოლისა საქმიანობას შევუდექი თელავის პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟში“ 85 კილომეტრით დაშორებულ დაწესებულებაში, მერწმუნეთმ ეს მშრალი რიცხვია და სრულებით არ ქმნის ბარიერს! თუ გიყვარს შენი საქმე, მოსწავლე, სტუდენტი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ხარ! გასულ წელს ასევე  ჩავაბარე  წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა (52 წამყვანის ქულაზე) აქტიურად ვარ ჩართული არაფორმალურ განათლებაში, რამეთუ  ესაა გზა მოსწავლეებმა განივითარონ უნარები, რომელიც მათ ცხოვრებაში არა   20 ან 40 წლის მერე გამოადგებათ არამედ აწმყოშიც, თანადროულად... განსაკუთრებით სასიხარულოა როცა სიკეთის მოტანა მატერიალურადაც შეგიძლია შენი სკოლისთვის. გასული წლის მიწურულს  ჩემი პროექტი „სასკოლო საზოგადოებისა და თემის მედეგობის გაძლიერება კლიმატის  გლობალური ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული და UNDP- ის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებული გახდა. 1200-დოლარიანი გრანტი მოვიპოვეთ  რომლითაც სკოლის ტერიტორიაზე მეტეოლაბორატორიას მოვაწყობთ სულ მალე...  უნდა გაგიმართლოს ასევე გუნდში, ჩემი აღმზრდელების გვერდით აწ უკვე მხარდამხარ ვემსახურებით ჩვენი სოფლის, თემის ახალგაზრდებს, მადლიერება ამ ადამიანების, ოჯახის მიმართ ისაა რაც არასდროს ნელდება ჩემში.   მასწავლებლობაზე  მეტ ვერც წოდებას და პატივს  ვინატრებდი და ვერც უფრო დიდ პასუხისმგებლობას შევეჭიდებოდი. მე  მასწავლებელი ვარ !“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

ნინო ბიბილაშვილი 29 წლის, სოციალური და განწყობის  ფსიქოლოგიის მაგისტრი:

„ორ წელზე ოდნავ მეტია აქტიურად ვეუფლები დედის პროფესიას და შეხება საგანმანათლებლო სივრცესთან ამ ეტაპზე არ მაქვს. თუმცა აზრის, გონის და  გულისმიერი კონტაქტი არც არასდროს გამიწყვეტია. რა სახითაც არ უნდა ევლინებოდე ახალ სიცოცხლეს, ახალ პიროვნებას, ახალ თაობას  რა როლშიც არ უნდა გიწევსეს მასთან ყოფნა   და კონტაქტი... ხარ მშობელი თუ ნათესავი,  მასწავლებელი თუ აღმზრდელი, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი.  გახსოვდეს! უფროსი ხარ და ეს მოცემულობა  ერთს ნიშნავს მხოლოდ. უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვს მის წინაშე. ისევე როგორც დედობა გულისხმობს თავგანწირვას, თითოეული პროფესიაც გულისხმობს საკუთარი ადამიანური რესურსის შეწირვას. ვიზიარებ ბატონი შალვა ამონაშვილის მოსაზრებას, რომ ბავშვის აღზრდა უპირველესად საკუთარი თავის აღზრდას მოითხოვს. ჩემი მიზანიც ეს გახლავთ საკუთარი თავის ღირსეულ მაგალითად, მოდელად ქცევა. რადგან ვასწავლით არა მხოლოდ სიტყვით არამედ უფრო მეტს ქმედებით. არასდროს უნდა იღლებოდეს ადამიანი თვითგანვითარებით. სასიხარულოა როცა მართებული სიტყვა მოგეძებნება  სიტუაციისა თუ ადამიანების წინაშე, რომლებიც შენგან პროფესიონალიზმს საჭიროებენ. გვახსოვდეს, რომ მათ ვჭირდებით! 

შენ ჭირდები დედად! შენ მასწავლებლად!

შენ ფსიქოლოგად! შენ მეგობრად! 

შენ მეზობლად! 

შენ გულშემატკივრად! ...  ყველას შეუცვლელი როლი გვაკისრია, ამასთან ყველას გვაქვს შესაძლებლობა გავცეთ ის რაც ბავშვის სულს წინ წასწევს. ადამიანი ადამიანისთვის მზეა! ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი შეიძლება ადამიანმა განახორციელოს ეს მომავალ თაობებში ჩადებული რესურსია“, - აღნიშნავს ნინო ბიბილაშვილი.

სარეკლამო მასალა® 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება