| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია, თუმცა უცვლელი დარჩა პედაგოგების პრაქტიკული საქმიანობის შეფასება პორტფოლიოს საფუძველზე.
მასწავლებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ე.წ. ქაღალდომანიით მასწავლებელთა პროფესიონალიზმი ვერ შემოწმდება, რადგან გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სტატუსის ამაღლების მიზნით პედაგოგები პროფესიულ საქაღალდეში სხვის ნაშრომებს ტვირთავდნენ.
რა მიიჩნევა პლაგიატად და შესაძლებელია თუ არა მასწავლებლის პორტფოლიოში მსგავსი შემთხვევების დადგენა?
მოგეხსენებათ, პედაგოგებმა პროფესიულ საქაღალდეში საკუთარი პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა ატვირთონ. ეს შეიძლება იყოს, გაკვეთილის გეგმა, რეფლექსია, მატრიცა, კურიკულუმი, ჩატარებული კვლევის ანგარიში, განხორციელებული პროექტები, კომპლექსური დავალებები და ა.შ.
ნაშრომებში, სადაც ფოტომტკიცებულებებია, ნაკლებსავარაუდოა, რომ პლაგიატის ეჭვი გაჩნდეს, თუმცა ყველა დოკუმენტს ფოტოებს ვერ დაუკავშირებთ.
მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში პედაგოგს ნაშრომები დაუხარვეზდება და სასურველ სტატუსსაც ვერ მოიპოვებს.
როგორ მიხვდებიან, დოკუმენტები ნამდვილად თქვენ გეკუთვნით თუ მიისაკუთრეთ?
პლაგიატის დადგენის მიზნით, სპეციალური ელექტრონული პროგრამები გამოიყენება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ტექსტებს შორის მსგავსების დადგენა. პროგრამები იმასაც არკვევს, ნაშრომი მთლიანად სხვას ეკუთვნის თუ ტექსტის მხოლოდ ნაწილი მიითვისეთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამებით პლაგიატის დადგენა შესაძლებელია თუ მითვისებული ტექსტი რაიმე ფორმით უკვე გამოყენებულია (გამოქვეყნებული, ინტერნეტში განთავსებული, სხვის მიერ თავის პორტფოლიოში ატვირთული და ა.შ). თუ ნაშრომი იქამდე არავის უნახავს და არც სადმეა ხელმისაწვდომი, ბუნებრივია, ვერ დადგინდება, დოკუმენტი მითვისებულია თუ არა. სწორედ ამის გამო აღიქვამს მასწავლებლების ნაწილი პროფესიული საქაღალდის შეფასების საფუძველზე სტატუსის ამაღლებას საეჭვოდ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია
ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ