| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
11 მარტს, X კლასის მოსწავლე ლიზი ჟიჟავაძემ და VIII კლასის მოსწავლეებმა - ნინია ჯინჭარაძემ, მარიამ ესელიძემ, ანანო მჟავანაძემ, ლიზი ქათამაძემ, ელენე თხილაიშვილმა, ანრი მოწყობილმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში, მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II რესპუბლიკურ კონფერენციაში - „ხალხური მედიცინა - ქართული კულტურის საგანძური“.
მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს სოფელში შეგროვებული შელოცვები და სამკურნალო საშუალებათა რეცეპტები, დაათვალიერეს მუზეუმი. კონფერენცია იყო ძალიან ორგანიზებული, მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნა, დააგროვეს შთაბეჭდილებები.
მონაწილე მოსწავლეები და თემების ხელმძღვანელი მასწავლებლები - ნაირა ჟიჟავაძე და ინგა მიქელაძე დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას