სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია - პედაგოგები სამსახურის გარეშე დარჩნენ?
02-03-2023
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს გაუუქმდა ავტორიზაცია.

„2023 წლის 27 თებერვლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის პირობების შემოწმების საკითხი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია.

განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ ქ. მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ქ.მარნეულში დღეისათვის არსებული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ.

მოსწავლეთა მობილობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბჭოს გადაწყვეტილება შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან.

შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმი, დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო გახდება და გამოქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge კანონით დადგენილ ვადაში, საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უცნობია, რა ელის მასწავლებლებს - შესაძლოა ისინი სამსახურის გარეშე დარჩნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება