სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის წარმომადგენლების გმირობა და სიცოცხლის ფასად დაცული სამშობლო - 23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა
23-02-2023
-
+


1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, მამაცურად იბრძოლეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი.

საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა.

1921 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. წითელარმიელების შემოტევა ქვეყნის ხუთი მხრიდან განახორციელა. ორი ძირითადი შეტევა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სამი - კავკასიონის მთებიდან და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ განხორციელდა.

საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად წითელარმიელებს დაახლოებით 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. მათთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები, გვარდიელები, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.

განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკერებმა.

19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა.

მარო მაყაშვილთან ერთად, დაიღუპნენ იუნკერები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.

მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

23 თებერვალს, ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე).

24 თებერვალს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ.

25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ნამუშევრები თვალსაჩინო ადგილზე გამოფინეს და საინტერესო პრეზენტაციებიც გამართე

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა

პატარებმა ფერადი კანფეტებისგან საკუთარი ხელით შექმნეს ლამაზი კომპოზიციები

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გაამზადეს კედლის გაზეთები, დახატეს საყვარელი ავტორების პორტრეტები

საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება