სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

საპენსიო სქემიდან გასვლის წესი დამტკიცდა - ეხებათ თუ არა ბრძანება მასწავლებლებსა და აღმზრდელებს
22-02-2023
-
+


დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი (გარდა იმ დასაქმებული კაცისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი, ხოლო ქალის შემთხვევაში − 55 წელი) და არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანების თარიღიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანების თარიღიდან 3 (სამი) თვისა, გავიდეს საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად.

აღსანიშნავია ისიც, რომ წესი ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის სკოლის პედაგოგებსა და ბაღის აღმზრდელებზე.

იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ ისარგებლებს ამ წესის შესაბამისად, საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, ის რჩება საპენსიო სქემის მონაწილედ.

საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებით საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით დასაქმებული ან წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

„ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს დასაქმებულის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს დასაქმებულს ან წარმომადგენელს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ დასაქმებული უფლებამოსილია გავიდეს საპენსიო სქემიდან, „უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების გენერირებას, ამობეჭდვას და დასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის, გაცნობის და ხელმოწერის მიზნით, გადაცემას“.

ხოლო თუ პირი ვერ გადს საპენსიო სქემიდან, „ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს  დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებას“.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება