TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​„თქვენი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში“ - მაიდნის საჯარო სკოლა პედაგოგ, ანზორ ჯანგველაძეს ემშვიდობება
25-08-2025
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის მაიდნის საჯარო სკოლა არა უბრალოდ პედაგოგს, არამედ ადამიანურობის, ღირსებისა და სიბრძნის ცოცხალ მაგალითს ემშვიდობება, პედაგოგ ანზორ ჯანგველაძეს ემშვიდობება. გარდაიცვალა მასწავლებელი, რომელმაც არაერთი სასახელო და ღირსეული ადამიანი აღზარდა და არაერთი კოლეგისთვის იყო მისაბაძი. 

სკოლის მიერ გავრცელბულ სამძიმრის წერილს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო ანზორ მასწავლებელო!

დღეს ჩვენი სკოლა, მაიდნის საჯარო სკოლა განსაკუთრებული და სათუთი გრძნობით გემშვიდობებათ. ეს არ არის უბრალოდ მასწავლებლის გაცილება, ეს არის ეპოქის დასასრული. თქვენ იყავით არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ გზის მაჩვენებელი, რომელმაც უამრავ თაობას ჩაუნერგა ცოდნის სიყვარული, სიკეთე და პატიოსნება.

​თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ამოუწურავი ენერგია ყოველთვის იყო ჩვენთვის მისაბაძი. თქვენ არა მხოლოდ საგანს გვასწავლიდით, არამედ გვასწავლიდით ცხოვრებას. გვიზიარებდით თქვენს სიბრძნეს და გამოცდილებას, გვანახებდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო ღირსეული ადამიანი.

​თქვენი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი სკოლის ისტორიაში, როგორც მასწავლებელთა მასწავლებელი, თქვენ იყავით სოფლის კოლორიტი. თქვენ შექმენით არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მეგობრები, თანამებრძოლები და კეთილი ადამიანები.

​ამ მადლობისა და სიყვარულის სიტყვებს ვერც კი გადმოცემს. თქვენი დამსახურება იმდენად დიდია, რომ მისი აღწერა შეუძლებელია. უბრალოდ მინდა გითხრათ უზომო მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი და ჩვენი სკოლისთვის.
​ჩვენ გემშვიდობებით, მაგრამ ვიცით, რომ თქვენი სითბო, თქვენი სიყვარული და თქვენი ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

etaloni.ge მაიდნის საჯარო სკოლის პედაგოგის,  ანზორ ჯანგველაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და მის კოლეგებს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება