TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რჩევები ახალბედა პედაგოგებს ოცწლიანი პრაქტიკის გადმოსახედიდან“ - ლალი მურადაშვილი, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მასწავლებელი
25-08-2025
-
+


მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და სკოლის კედლებს მოსწავლეთა ჟრიამული „აავსებს“; პირველი ნაბიჯები „ცოდნის ტაძარაში“ ყოველთვის დაუვიწყარია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ახალბედა პედაგოგებისთვის, რომლებიც ბავშვებთა ერთად გაუყვებიან საინტერესო თავგადასავლებით „დახუნძლულ“ წიგნიერების ბილიკებს. ასეთ დროს თითოეულ სიტყვას, უფროსი კოლეგების რჩევებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კასპის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი მურადაშვილი, ახალბედა მასწავლებლებს etaloni.ge-ს საშუალებით გამოცდილებას უზიარებს.

მოკრძალებული რჩევები ოცწლიანი პრაქტიკის გადმოსახედიდან დამწყები პედაგოგებისთვის:

ეცადეთ, გაიცნოთ თქვენი მოსწავლეები არა მხოლოდ როგორც მოსწავლეები, არამედ როგორც პიროვნებები. დაინტერესდით მათი ჰობით, ინტერესებით. ეს დაგეხმარებათ მათი ნდობის მოპოვებაში და გაკვეთილის უფრო საინტერესოდ წარმართვაში;

სწავლის პირველივე დღეებიდან მოსწავლეებს განუმარტეთ, თუ რა მოლოდინი გაქვთ და რა წესების დაცვა მოუწევთ;

ყველა მოსწავლის მიმართ თანაბრად სამართლიანი დამოკიდებულება გამოიჩინეთ. მოუსმინეთ მათ აზრს, დაეხმარეთ პრობლემების გადაჭრაში და მხარი დაუჭირეთ;

მშობლებთან ურთიერთობა

რეგულარულად მიაწოდეთ ინფორმაცია მათი შვილის აკადემიური მოსწრებისა და კლასში ქცევის შესახებ. გაუზიარეთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები;

მშობლებს თავი აგრძნობინეთ თქვენი გუნდის წევრებად. მათთან ერთად იმუშავეთ მოსწავლის განვითარებაზე;

ყოველთვის ყურადღებით მოუსმინეთ - ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთპატივისცემა ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველია;

ეცადეთ გაიგოთ მოსწავლის პრობლემები და ემოციები;

მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის მოთხოვნებთან ადაპტირებას და საჭიროების შემთხვევაში, მიდგომების შეცვლა;

გაარკვიეთ მოსწავლის სწავლის ტემპი და მიეცით დრო;

დამწყები პედაგოგების უმეტესობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კლასის მართვაა. განსაკუთრებით დიდ კლასებში ხშირია ყურადღების გაფანტვა, მოსწავლეების მოტივაციის შემცირება და ქცევითი პრობლემები

ეცადეთ, დანერგოთ სხვადასხვა მიდგომები: მაგალითად, გამოიყენეთ პოზიტიური წახალისება, როგორიცაა შექება. დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად და მიეცით ინდივიდუალური დავალებები;

ნუ შეგაშინებთ დახმარების თხოვნა გამოცდილი კოლეგებისთვის, დირექტორის ან მენტორისთვის;

ყოველთვის ეძიეთ ახალი ინფორმაცია, დაესწარით ტრენინგებს, წაიკითხეთ წიგნები პედაგოგიკაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება