| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ როგორც საკუთარი ისე სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან.
წინა კვირაში, პედაგოგთა ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა სასკოლო ბულინგი: დეფინიცია, ინტერვენცია, პრევენცია.
„სასწავლო პროცესის ხარისხის და სკოლის ზოგადი ჩარჩოს პარალელურად, სასკოლო კლიმატის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს მოსწავლეების ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოება, ასევე პოზიტიური ურთიერთობები სასკოლო გარემოში. შესაბამისად, ძალადობის და ბულინგის ამოცნობა და პრევენცია სკოლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.
ძალადობა მრავალი ფორმით გვხვდება და მას შედეგებიც განსხვავებული აქვს.
ძალადობის შესახებ ინფორმირებულობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სიტუაციის შეფასებისთვის, ბულინგის ამოცნობისა და შესაბამისად პრევენციის დაგეგმისთვის.
ადრეულ, თანმიმდევრულ და შესატყვისად შერჩეულ პრევენციას და ინტერვენციას შეუძლია ბულინგის შემცირება და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილება“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ბულინგის პრევენციის მიზნით, რამდენიმე საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
მოსწავლეები პრეზენტაციის დახმარებით გაეცნენ ბულინგის შესახებ ძირითად ინფორმაციას, ისაუბრეს ჩაგვრის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ;
ნახეს სასწავლო ფილმი ბულინგის თემაზე, რომლის შემდეგ გაიმართა დისკუსია. „ანაბასისელებმა“ ერთხმად დაგმეს ბულინგის ყოველგვარი ფორმით გამოვლენილი ქმედება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა ყველამ დაიცვას ოქროს წესი: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ“ , „მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“.
სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნით სკოლაში სისტემატიურად განხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები.
აქტივობას პედაგოგები - ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, ქეთი ყიფიანი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ