სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ვესაუბროთ მიწისძვრაზე ბავშვებს? - წესები, რომლებიც მოსწავლეებს უნდა ასწავლოთ
11-02-2023
-
+


ბუნებრივი კატასტროფების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თურქეთში მომხდარი მიწისძვრისა და მისი ტრაგიკული შედეგების შემდეგ დიდი თუ პატარა იმაზე მსჯელობს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ასეთ დროს.

etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა კითხვით, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს მიწისძვრაზე ისე, რომ მათ არც ფსიქოლოგიური ტრავმა მივაყენოთ და ამავდროულად, ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის შემთხვევაში.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გიზიარებთ სპეციალისტების მოსაზრებებს, თუ როგორ ავუხსნათ ბავშვებს, რა არის მიწისძვრა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია მიწისძვრის დროს.

ბავშვებს შეიძლება მიწისძვრის გამოცდილება არ ჰქონდეთ. პირველ რიგში, აუხსენით, რა არის ის. მიწისძვრა არის მოულოდნელი, მიწის სწრაფი ბიძგები, რომლებიც გამოწვეულია მიწისქვეშა ენერგიის გამოთავისუფლებით. არსებობს სხვადასხვა სახის მიწისძვრა, ეს დამოკიდებულია დედამიწის სიღრმეში ან მის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებზე. მიწისძვრების ყველაზე გავრცელებული ტიპია ტექტონიკური მიწისძვრა, რომლის დროსაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთის მიმართ ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულებით გადაადგილდება. სუსტი მიწისძვრები არ ქმნიან სერიოზულ საფრთხეს. ძლიერი მიწისძვრის დროს კი შეიძლება დაზიანდეს ფანჯრის მინები, დაიბზაროს კედლები. ასეთმა მიწისძვრამ ასევე შეიძლება ჩახერგოს კარი ან გააჩინოს ხანძრის კერა. მიწისძვრას თან ახლავს ხმაურიც. თუ რყევა 10-15 წამზე მეტი გაგრძელდა, შეიძლება დაინგრეს შენობებიც. მიწისძვრები ხდება ოკეანეშიც, რაც იწვევს ცუნამს.

8 წესი, რომლებიც მიწისძვრის დროს უნდა გაითვალისწინონ როგორც ბავშვებმა, ასევე დიდებმა:

  • მიწისძვრის დროს მოშორდით ფანჯარას,
  • ნუ დადგებით ჭაღის ქვეშ, მძიმე საგნებთან ან სარკესთან ახლოს,
  • არ გახვიდეთ აივანზე,
  • ნუ ჩახვალთ კიბეზე,
  • არ შეხვიდეთ ლიფტში,
  • თუ შენობაში ხართ, დაწექით საყრდენ კედელთან და თავზე ხელები, ბალიში ან რამე მყარი დაიფარეთ (მაგალითად, ჩანთა, წიგნი და სხვა), შეგიძლიათ თავი შეაფაროთ მყარ მაგიდასაც.
  • იცოდეთ, როგორ დაიცვათ თავი, გახსოვდეთ: ჩაიმუხლე, ამოეფარე, მყარად ჩაეჭიდე!
  • თუ მიწისძვრის დროს ქუჩაში აღმოჩნდით, დადექით გაშლილ სივრცეში, შენობებისგან, ხეებისგან და ელექტროგადამცემი ხაზებისგან შორს.

ეს ის წესებია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს მიწისძვრის დროს დაზიანებების თავიდან ასარიდებლად. სასურველია, დამრიგებლებმა მიწისძვრის შესახებ სადამრიგებლო საათის ფარგლებში ისაუბრონ და მოსწავლეებს ის მინიმალური ცოდნა მისცენ, რაც მათ საჭიროების შემთხვევაში გამოადგებათ. ნუ აჩვენებთ ბავშვებს მიწისძვრის ტრაგიკული შემთხვევის ამსახველ ფოტოსურათებსა და ვიდეოებს, სადაც დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ადამიანები იქნებიან აღბეჭდილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება