სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტების რეგისტრაცია მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება - სოფიო გორგოძე საგამოცდო დეტალებზე
07-02-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებისთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებსა და პედაგოგებთან 9 თებერვალს, საგარეჯოში ჩატარდება. ასევე იგეგმება ონლაინშეხვედრაც, სადაც ყველა აქტუალურ კითხვაზე მიიღებენ პასუხებს.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას, ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ამის საშუალება აპლიკანტებს მარტის დასაწყისში მიეცემათ, ხოლო ცნობარი მანამდე გამოქვეყნდება:

„ხუთშაბათს ღია კარის დღე ჩატარდება საგარეჯოში; რაც შეხება რეგისტრაციას, ვთხოვ აბიტურიენტებს თვალი  ადევნონ ჩვენს ვებგვერდს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამორჩეთ. აბიტურიენტების ცნობარი კი რეგისტრაციის გამოცხადებამდე გამოქვეყნდება“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომლებიც აპლიკანტებს ეროვნულ გამოცდებზე ელით, თუმცა იქვე განმარტა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს დაგეგმილი არ არის.

„წელს განსაკუთრებული სიახლეები არ გვაქვს; ზოგადად, ტესტების ფორმატში ყოველ წელს არის ხოლმე მცირე ცვლილება და წელს ის მათემატიკის, უცხოური ენის და ისტორიის ტესტებს შეეხო;

მაგალითად, უცხოურ ენაში წერილის დაწერა იყო ერთ-ერთი დავალება, წელს კი ამოვიღეთ და საჭირო იქნება დიალოგის შევსება...“, - აღნიშნა გორგოძემ და დასძინა, რომ უმთავრესი საკითხი, რომელიც აბიტურიენტმა რეგისტრაციის უნდა გაითვალისწინოს, ქალაქის მითითებაა, სადაც სურს ტესტირების გავლა:

„პირველ რიგში უნდა მიუთითონ ქალაქი, რადგან შემდეგ ამ მონაცემის შეცვლის საშუალება არ ექნებათ... რეგისტრაციის გავლა კი 5 წუთში იქნება შესაძლებელი. თუ სპეციალური საჭიროება აქვს აპლიკანტს, უნდა წარმოადგინოს ფორმა N100“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება