სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგთა გაკვეთილებს ქოუჩები დააკვირდნენ
03-02-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, საკლასო დაკვირვების გაკვეთილები 1-ელ, მე-3, მე-4 და მე-6 კლასებში გაიმართა. მათ ქოუჩები ნანა მაკარაძე და ნათია მაკარაძე დაესწრნენ. 

გაკვეთილები სახალისოდ და შემოქმედებითად წარიმართა.სკოლის მასწავლებლებმა - ხათუნა ფაღავამ, ნონა ფარტენაძემ და ნათია ჭაღალიძემ მოსწავლეებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილები წარმოუდგინეს. მათემატიკის მასწავლებელმა, მირანდა ახვლედიანმა კრეატიული, გონივრული და აქტუალური თემატიკით კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს მათემატიკის არსის, საჭიროებისა და სიყვარულის შესახებ.

ყველა გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება