სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„15 სექტემბერს მასწავლებლებსაც ლურჯი პიჯაკები გვეცმევა“ - ნუნუ სილაგავა, სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი
11-09-2026
-
+


ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის მოლოდინშია - დირექტორი, ნუნუ სილაგავა, განსაკუთრებული სიამაყითა და ემოციით საუბრობს იმ დიდ სამზადისზე, რომელიც სკოლამ მოსწავლეების მისაღებად გასწია:

„ჩვენ მართლაც სრულ მზადყოფნაში ვართ ახალი სასწავლო წლისთვის! თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელის ბავშვების დაბრუნებას - მათ გარეშე ხომ ცარიელია სკოლა. მთელი კოლექტივი, ერთიანი ძალებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით, ჩართული ვართ ბოლო მცირე დეტალების მოწესრიგებაში.

აქვე, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მერიასა და რესურსცენტრს მხარდაჭერისთვის - მათ საშუალება მოგვცეს გვქონოდა ყველაფერი, რაც სასწავლო პროცესის სრულყოფილად დასაწყებადაა საჭირო“, - აღნიშნავს ქალბატონი ნუნუ და დასძენს, რომ ​
სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგიურ გუნდთან ერთად, უდიდესი სამუშაო გასწია:

შევისწავლეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, შევიმუშავეთ ახალი შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლეებში დისციპლინისა და თანასწორობის განცდას აძლიერებს. სასკოლო ფორმის ტარებასთან დაკავშირებით კი, სკოლამ ლოიალური მიდგომა აირჩია - ნებისმიერი დარღვევისას, დამრიგებელი პირველ რიგში მშობელს დაუკავშირდება მიზეზის გასარკვევად, ხოლო სისტემატური ხასიათის შემთხვევაში, შესაძლოა ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა გახდეს საჭირო... აქტიურად მიმდინარეობს მშობლების პედაგოგიზაცია, რადგან ძლიერი სკოლა ძლიერი თემითა და მშობელთა თანადგომით შენდება“ , - აცხადებს დირექტორი.

და სხვათა შორის, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალბატონი ნუნუს განცხადებს სალხინოს საჯარო სკოლის კოლექტივის გუნდურობასა და პროფესიონალიმზე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც ადასტურებს:

სასწავლო წლის პირველ დღეს მთელი პედაგოგიური კოლექტივი ლურჯი პიჯაკებით გამოცხადდება სკოლაში. ეს იქნება ერთიანობის, პროფესიონალიზმისა და იმ საზეიმო განწყობის გამოხატულება, რომლითაც სკოლა თავის საყვარელ მოსწავლეებს ელოდება:

„ინსტიტუციური წესრიგი, დისციპლინა და სტანდარტების პატივისცემა ყოველთვის იწყება პირადი მაგალითით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოსწავლისგან მოვითხოვოთ ის, რის დემონსტრირებასაც თავად არ ვახდენთ. მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს; ამიტომ გვინდა, პირველივე დღეს, ზღურბლს გადმოაბიჯებენ თუ არა, ბავშვებმა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა“, - დასძენს ნუნუ სილაგავა და საქართველოს ყველა მოსწავლეს, ყველა პედაგოგს და ყველა ადამიანს, რომელიც მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე დგას, წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება