| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალმა საათობრივმა ბადემ საგნებს შორის საათების გადანაწილება მნიშვნელოვნად შეცვალა - გარკვეულ კლასებში გაძლიერდა უცხოური ენების, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებები, რის გამოც რამდენიმე საგნის პედაგოგს კვირეული დატვირთვა და საგაკვეთილო საათები ეზრდება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებისთვის (ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია), ყველაზე დიდი მატება VII კლასში ფიქსირდება; თუ ადრე VI კლასში მოსწავლეები მხოლოდ ინტეგრირებულ „ბუნებისმეტყველებას“ სწავლობდნენ კვირაში 3 საათი, VII კლასიდან შემოდის სამი საგანი: ბიოლოგია (2 სთ), ფიზიკა (2 სთ) და ქიმია (2 სთ).
შესაბამისად, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის VII კლასში ჯამური დატვირთვა 3-დან 6 საათამდე იზრდება.
საზოგადოებრივი მეცნიერებებში საათები მნიშვნელოვნად ემატებათ საბაზო საფეხურზე (VII-X კლასები):
VII კლასში შემოდის „მსოფლიოს ისტორია“ (1 სთ), „საქართველოს ისტორია“ (2 სთ) და „გეოგრაფია“ (2 სთ). ჯამში, ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგებს ამ კლასში 5 საათი ეძლევათ (მაშინ, როცა VI კლასში მხოლოდ „ჩვენი საქართველო“ ისწავლებოდა 3 საათიანი დატვირთვით).
VIII კლასის II სემესტრში კი ისტორიის საათები 2-დან 3 საათამდე იზრდება.
X კლასში იწყება „საქართველოს ისტორიის“ გაძლიერებული სწავლება, რასაც კვირაში 3 საათი ეთმობა.
პირველი უცხოური ენის (ინგლისური) საათები იზრდება III კლასში (2-დან 3 საათამდე), ასევე IX კლასის II სემესტრში, სადაც დატვირთვა 2-დან კვლავ 3 საათამდე ადის.
მეორე უცხოური ენის სწავლება იწყება V კლასიდან კვირაში 2-საათიანი დატვირთვით, რაც სტაბილურად ნარჩუნდება მომდევნო კლასებშიც.
მათემატიკის პედაგოგებს საათები ეზრდებათ VII კლასში. VI კლასში არსებული 4-საათიანი დატვირთვა VII -დან 5 საათამდე იზრდება და ეს ნიშნული (კვირაში 5 საათი) უცვლელად ნარჩუნდება სკოლის დასრულებამდე, XII კლასის ჩათვლით.
სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებლებისთვისაც იზრდება დატვირთვა:
VIII კლასში, საგნს „მოქალაქეობა“ - საათები 1-დან 2 საათამდე ეზრდება.
X-XII კლასებში სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს საათები ემატებათ „სამოქალაქო განათლების პროექტების“ ხარჯზე (კვირაში 1 საათი), რაც პრაქტიკულ კომპონენტს აძლიერებს.
ციფრული წიგნიერების გაძლიერების მიზნით, V კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების საათები გაორმაგდა – ძველი 1 საათის ნაცვლად, საგანი ახლა კვირაში 2 საათი ისწავლება (იგივე დატვირთვა ნარჩუნდება VI კლასშიც).
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...