სიახლეები
ყველაზე პოპულარული


დაუშვებენ თუ არა გაკვეთილებზე მოსწავლეებს ფორმის გარეშე? - მინისტრი აქტუალურ კითხვას პასუხობს
05-09-2026
-
+


თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება ამ საკითხთან მიმართებით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლების შინაგანაწესში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევა ცვლილება, რაც ფორმების ტარებასთან დაკავშირებით, მოსწავლეს, მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის ფორმებს დაადგენს.

„მომავალი ორი კვირის განმავლობაში ყველა სკოლის შინაგანაწესში შესაბამისი ცვლილებები შევა. ფორმის ტარება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ეტაპობრივად, როცა ჩვენ მივაწვდით ამ ფორმებს, ფორმის ტარება იქნება სავალდებულო. ეს არის განპირობებული ამ შინაგანაწესით. იმ შემთხვევაში თუ მშობელი უარს განაცხადებს, რომ შვილი მიიყვანოს ფორმით, ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული. პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რა არის ამის მიზეზი.

ჩვენ გვაქვს გარკვეული საგამონაკლისო კომპონენტი, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს ეხება. იმ შემთხვევაში თუ მშობელი წარადგენს ცნობას იმის შესახებ, რომ მისი შვილისთვის შეუძლებელია ამ ფორმის ტარება და ეს არის ჯანმრთელობის ცნობით განმტკიცებული, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოგვმართავს სკოლა და თუ დადასტურდება, ჩვენ გავითვალისწინებთ და მას გარკვეული ე.წ. დრესკოდი დაუდგინდება, რომელიც სკოლის საერთო ფორმატისთვისაც იქნება მისაღები და თან მის ჯანმრთელობასთანაც არ შექმნის პრობლემას.

მაგრამ თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ „მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას“, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენი მიზანია, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი, გამოვდიოდეთ უპირველეს ყოვლისა ბავშვის საუკეთესო ინტერესებით და ჩვენი მიზანია, რომ ერთიანობა, სოციალური თანასწორობა და სასკოლო პროცესის უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი.

ეს არის პროცესი, რომელიც ვფიქრობ, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, უშუალოდ მშობელთან, ინდივიდუალურად დარეგულირებადია. კლასში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა არის 29. წარმოიდგინეთ, 28 ბავშვს აცვია ფორმა და ერთ ბავშვს არ აცვია ფორმა, იმიტომ, რომ ერთმა მშობელმა გადაწყვიტა, რომ მის შვილს არ ჩააცვას ფორმა. ამის არც ახსნა - განმარტება არსებობს და არც არანაირი მიზეზი. 

ამ შემთხვევაში ჩვენ ბავშვთან კი არ, პირველ რიგში მშობელთან გვაქვს პრეტენზია. იმიტომ, რომ მშობლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება შინაგანაწესს, ეწინააღმდეგება საერთო სტანდარტებს, საერთო მიდგომას, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღებია“.

შეეზღუდება თუ არა მოსწავლეს სწავლა და თუ არის შესაძლებელი, ფორმის გარეშე მოსწავლე გაკვეთილებზე არ დაუშვან? - აქტუალურ კითხვაზე მინისტრი პასუხობს, რომ სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომისია და „შინაგანაწესის დარღვევისას რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია... თითოეული სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და თავად განსაზღვრავს რეგულაციებს.

​ჩვენი მიზანია არა ის რომ ბავშვი არ დავუშვათ სკოლაში, არამედ ბავშვი სკოლაში იყოს, მაგრამ დაემორჩილოს იმ სტანდარტს, რაც განსაზღვრულია შინაგანაწესით“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება