| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, პირველკლასელებისთვის ბუკების გადაცემის საკითხიც გააქტიურდა. სკოლების ნაწილმა სამინისტროსგან წერილი მიიღო, სადაც დეტალურადაა გაწერილი, რა უნდა გაითვალისწინონ:
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების ციფრულ უსაფრთხოებას და ამიტომ, როგორც ცნობილია, ბუკებში ინტეგრირებულია განახლებული ფილტრები, რომლებიც ავტომატურად ბლოკავს არასასწავლო, გასართობ, არასაბავშვო ვებგვერდებს.
წერილში, საორგანიზაციო და ტექნიკური მითითებების გარდა, მკაცრად არის გაწერილი ბუკების შენახვის, გადაცემისა და პასუხისმგებლობის სამართლებრივი წესები.
სკოლებს დაევალათ სამინისტროდან მიღებული ყოველი კონკრეტული ბუკი მყისიერად ასახონ ბაზაში, გადაამოწმონ სერიული ნომრები და აიყვანონ სკოლის მატერიალურ ბალანსზე.
სკოლა ვალდებულია კომპიუტერის მშობლისთვის გადაცემამდე გააფორმოს ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება. ამ დოკუმენტით, ბუკის გაუმართლებელი დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
სამინისტრო ხაზგასმით აფრთხილებს სკოლის ადმინისტრაციას, რომ ტექნიკას აქვს ოფიციალური ქარხნული გარანტია და რაიმე დაზიანების აღმოჩენისას უნდა დაარეგისტრირონ ქეისი EMIS-ის სერვისცენტრში.
ასევე მნიშვნელოვანია, დამრიგებლებმა აქტიური კომუნიკაცია უნდა იქონიონ მშობლებთან, რათა მათ დროულად მიაწოდონ ტექნიკის გამოყენების ინსტრუქციები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს