სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში 66-საათიანი ტრენინგმოდული ჩატარდება - ვის შეეძლება კონკურსში მონაწილეობა
01-08-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო განაცხადების მიღება იმ ორგანიზაციების შესარჩევად, რომლებიც „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ განხორციელებას გეგმავენ.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ორგანიზაციებს, რომელთა პერსონალს უკვე მოპოვებული აქვს „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის“ (ე.წ. 66-საათიანი მოდულის) ჩატარების უფლება.

ორგანიზაციებს შეუძლიათ ცენტრს მიმართონ განაცხადით შემდეგი ტრენინგმოდულების განხორციელების უფლების მოსაპოვებლად:

თამაში;

სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა;

ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში;

ბავშვის განვითარება;

ადრეული ინკლუზიური განათლება.

განაცხადების მიღება 2026 წლის 27 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე.

განაცხადის ფორმა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ორგანიზაციების შერჩევასა და შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურად შექმნილი კომისია.

კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებისთვის ცენტრის ტრენერები ჩაატარებენ თემატურ ტრენინგებს. მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში ორგანიზაცია და მისი პერსონალი შესაბამისი ტრენინგმოდულის განხორციელების უფლებას მოიპოვებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება