სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლისთვის პირველი სასწავლო დღე ბევრს ნიშნავს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ველოდებით და გვიყვარს“ - ბალხოს საჯარო სკოლის დირექტორი აშოტ კირაკოსიანი
11-09-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლებლად სრულ მზადყოფნაშია. 

სომხურენოვანი საბაზო სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ახალ სასწავლო წელს პირველკლასელების გარეშე იწყებს. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი აშოტ კირაკოსიანი აღნიშნავს, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენ მოსწავლეებს 15 სექტემბერს საზეიმო დახვედრა არ ექნებათ.

დირექტორის თქმით, სასწავლო წლის პირველი დღე ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია და ბავშვებმა უნდა იგრძნონ, რომ სკოლაში ელიან, უყვართ და მათი დაბრუნება უხარიათ.

„წელს პირველკლასელები არ გვყავს, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენ მოსწავლეებს საზეიმოდ არ დავხვდებით. მოსწავლისთვის პირველი სასწავლო დღე ბევრს ნიშნავს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ველოდებით და გვიყვარს. ამიტომაც ვემზადებით მათ დასახვედრად -  იქნება მილოცვები, კეთილი სურვილები, ბევრი ღიმილი და დიდი ჟრიამული“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, სკოლისთვის თითოეული მოსწავლე განსაკუთრებულია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლიდან მაქსიმალური ცოდნა მიიღონ.

„ჩვენთვის ყოველი მოსწავლე განსაკუთრებულია. ვუფრთხილდებით მათ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სკოლიდან მაქსიმალური ცოდნა წაიღონ, ყველგან თავდაჯერებულად შეძლონ საკუთარი ცოდნის წარმოჩენა და თავიანთი წარმატებებით სკოლაც ასახელონ“, - აღნიშნავს აშოტ კირაკოსიანი.

მცირეკონტიგენტიან სკოლაში პედაგოგები თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მეტად კონცენტრირებიან, შესაბამისად სასწავლო პროცესი ინდივიდუალურ მიდგომაზეა დაფუძნებული.

„მცირერიცხოვან და ამავდროულად საბაზო სკოლაში სწავლება თითქმის ინდივიდუალური მიდგომით მიმდინარეობს. ჩვენი პედაგოგები თავს არ ზოგავენ, იმისთვის რომ მომავალ თაობას ხარისხიანი ცოდნა მისცენ, საბაზო განათლება შემდგომი სწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია“, - ამბობს ის.

წელს სკოლის საბაზო საფეხურის ყველა კურსდამთავრებულმა სწავლა სხვა სკოლაში გააგრძელა. დირექტორი დარწმუნებულია, რომ მიღებული საბაზო ცოდნა მათ მომავალ წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში ისინი წარმატებით გააგრძელებენ სწავლას და უმაღლეს სასწავლებლებშიც ჩაირიცხებიან. ყოველთვის თვალს ვადევნებ ჩემი ყოფილი მოსწავლეების ცხოვრებას და ძალიან მახარებს მათი წარმატება ცხოვრების ყველა ეტაპზე“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში უკვე განთავსებულია მობილური ტელეფონების შესანახი ყუთებიც. თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, ტელეფონების გამოყენება მათ სკოლაში აქამდეც დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ჩვენთან მოსწავლეებს ტელეფონები ისედაც იშვიათად დაჰქონდათ. ალბათ, სახლში აქტიურად იყენებენ, მაგრამ სკოლაში არ მოაქვთ, რაც ძალიან მახარებს. დამერწმუნეთ, ეს სწავლის ხარისხზეც დადებითად აისახება. მობილური ტელეფონები უფრო მეტად მაღალი კლასის მოსწავლეების ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ჩვენი მოსწავლეები სკოლაში მის გამოყენებას ნაკლებად არიან მიჩვეულნი“, - ამბობს დირექტორი.

სკოლის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს სასკოლო ფორმების შემოღებას.

„მრავალი წელია მინდა, რომ სკოლებში ფორმა იყოს. მშობლები და, რაც შეიძლება გაგიკვირდეთ, მოსწავლეების უმეტესობაც ამ წამოწყებას დადებითად და სიხარულით უყურებს. როგორც კი ფორმები ხელმისაწვდომი გახდება, ჩვენი მოსწავლეებიც სიამოვნებით შეიძენენ მათ. ეს ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, როდესაც ყველა ერთნაირად და მოწესრიგებულად ჩაცმული მოდის სკოლაში. ვფიქრობ, ფორმა მოსწავლეს პასუხისმგებლობის განცდასაც მატებს“,- აღნიშნავს აშოტ კირაკოსიანი.

მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნებას დირექტორი განსაკუთრებული სითბოთი ელოდება და იმედოვნებს, რომ ისინი მას სწავლა-განათლებით კვლავაც გაახარებენ.

„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ველოდები ჩემს ბავშვებს. ვიცი, რომ თავიანთი სწავლითა და სანიმუშო ქცევით გამახარებენ და, როგორც ყოველთვის, სიამაყის საფუძველს მომცემენ“, - ამბობს სკოლის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება