სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წამყვან-მენტორობის მსურველი პედაგოგების საყურადღებოდ - დამუშავებული ინფორმაცია გადაიგზავნება რესურსცენტრებში
09-09-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე https://teacher-career-ai.web.app/ დაიწყო კითხვარების შედეგების საფუძველზე განსაზღვრული საჭიროებებისა და შესაბამისი ფუნქციების განხილვისა და დამუშავების ეტაპი.

სკოლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პორტალზე წინასწარ განსაზღვრულ საჭიროებებსა და შესაბამის ფუნქციებს;

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი საჭიროების დამატება შესაბამის ფუნქცია/ფუნქციებთან ერთად;

დამუშავებული ინფორმაცია საბოლოოდ გადაიგზავნება საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

რას ითვალისწინებს პორტალი და  4 ძირითადი განყოფილება:

პორტალზე შესვლისას სკოლას მთავარ გვერდზე ხვდება ოთხი ძირითადი ჩანართი:

სკოლები - სადაც ჩანს და იმართება სკოლის შესახებ არსებული სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც სკოლებმა წინასწარ უკვე შეიყვანეს სისტემაში.

საჭიროებები და ფუნქციები - მთავარი სამუშაო სივრცე, სადაც თავმოყრილია სკოლის საჭიროებები და მათზე მორგებული მასწავლებლების ფუნქციები.

კითხვარები და შედეგები - აქ სკოლა ავსებს საჭიროებების კითხვარებს და ნახულობს მიღებულ შედეგებს.

შეტყობინებები - ამ განყოფილებაში სკოლა იღებს სისტემის მიერ გამოგზავნილ მნიშვნელოვან შეტყობინებებს (მაგალითად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან).

სასკოლო საზოგადოების მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე, სისტემა თავად ამუშავებს მონაცემებს და გამოყოფს კონკრეტული სკოლის საჭიროებებს.

ფუნქციები დაყოფილია სქემის სამი მიმართულების მიხედვით: სწავლა-სწავლება, მართვა-ადმინისტრირება და საგანმანათლებლო კვლევა. სკოლა არ არის შეზღუდული მხოლოდ ავტომატური მონაცემებით. მას შეუძლია საჭიროებები დაამატოს სპეციალური „ბანკიდან“ ან საერთოდ ხელით ჩაწეროს (თუ, მაგალითად, ეს საჭიროება კითხვარით არ გამოჩნდა, მაგრამ გამოვლინდა გაკვეთილზე დაკვირვებით ან ფოკუს ჯგუფებით).

სამოქმედო გეგმები: სისტემაში არსებულ საჭიროებებს უკვე ახლავს მზა ფორმულირებული ფუნქციები, დეტალური აღწერები და საორიენტაციო სამოქმედო გეგმები საათობრივი დატვირთვით (წამყვანი მასწავლებლისთვის ეს კვირაში დაახლოებით 2-საათიან დატვირთვას გულისხმობს). სკოლას და მასწავლებელს შეუძლიათ ამ გეგმების რედაქტირება და საკუთარ კონტექსტზე მორგება.

აღსანიშNავია, რომ პორტალი თავად არ საზღვრავს, თუ რა ფუნქციები უნდა აირჩიოს სკოლამ, ესაა დამხმარე ინსტრუმენტი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლა თავად იღებს საკუთარი პრიორიტეტებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ვიდეოინსტრუქცია, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები თითოეული ნაბიჯი, იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება