სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს სკოლაში ყოფნა 11 საათზე მეტი მოუწევთ - მიზეზი სამცვლიანი სწავლება და 45 წუთიანი გაკვეთილებია
02-09-2026
-
+


სკოლების ნაწილში საგაკვეთილო დროის 45 წუთამდე გაზრდის გამო, მოსწავლეებს, განსაკუთრებით მრავალცვლიან სკოლებში, სასწავლო დღის დასრულება საღამოს 20:10 საათისთვის მოუწევთ. როგორც საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება აცხადებს, მიდგომა ლახავს როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და მშობლების ინტერესებს.
 
გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავზობთ:
 
„როგორც ირკვევა რესურსცენტრებმა მოსთხოვეს სკოლებს საგაკვეთილო დროის გაზრდა 45 წუთამდე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სკოლების 99% თბილისში ორ ცვლაში და ზოგიც სამ ცვლაში მუშაობს.
წარმოიდგინეთ, III ნაკადის (V-VII კლასები) მოსწავლეები სკოლას 20:10 საათზე დაასრულებენ — სრულ სიბნელეში!
 
დილით ბავშვმა გაკვეთილები უნდა იმეცადინოს, შესაბამისად, 14:35 საათამდე (მეორე ნაკადის დაწყებამდე) წრეებზე სიარულს ფიზიკურად ვერ მოასწრებს, საღამოს 20:10-ის შემდეგ კი ყოველგვარი კლასგარეშე აქტივობა უკვე წარმოუდგენელია.
 
ამასთანავე, მთელ გრაფიკში არსებობს მხოლოდ ორი 10-წუთიანი და ერთი 15-წუთიანი შესვენება, ხოლო დანარჩენი შესვენებები 5-წუთიანია. 5 წუთში ბავშვი ვერც ბუფეტის რიგში დგომას მოასწრებს და ვერც ელემენტარულად სულის მოთქმას.
 
ეს ასევე იწვევს მშობლების, მოსწავლეებისა და პედაგოგების ინტერესების შელახვას: 
 
მოსწავლეები: სრულიად ეთიშებიან სპორტულ და სახელოვნებო წრეებს; ეზღუდებათ ჯანსაღი კვების შესაძლებლობა; ირღვევა ძილის, კვებისა და დასვენების რეჟიმი.
 
მასწავლებლები: იმ პედაგოგებს, რომელთა საათებიც დილის და საღამოს ნაკადებზე ნაწილდება, დღეში 11 საათი და 40 წუთი (08:30-დან 20:10-მდე) მოუწევთ სკოლაში ყოფნა. ეს არის პირდაპირი შრომითი გადაწვა და გაუმართლებელი ფიზიკური დატვირთვა.
 
უსაფრთხოება: საღამოს 20:10 საათზე ბავშვების შინ დამოუკიდებლად დაბრუნება ზამთრის პერიოდში სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.
 
როგორც პროფკავშირი, მოვითხოვთ გრაფიკის გადახედვასა და ისეთი გონივრული განრიგის შემუშავებას, რომელიც დაიცავს როგორც მოსწავლეთა ჯანმრთელობასა და განვითარებას, ისე მასწავლებელთა შრომით უფლებებსა და ღირსეულ სამუშაო პირობებს“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება