| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
PISA 2025-ის ახლახან გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საქართველოსა და OECD-ის საშუალო მაჩვენებელს შორის ჩამორჩენა დაახლოებით 2-დან 2.5 წლამდე პერიოდს შეადგენს. საქმე ის გახლავთ, რომ PISA-ს მეთოდოლოგიით, 30-35 ქულიანი სხვაობა დაახლოებით 1 სასწავლო წლის ჩამორჩენას შეესაბამება, ახალ კვლევაში კი OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი სხვადასხვა საგანში დაახლოებით 460-475 ქულის ფარგლებში მერყეობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2022 წელთან შედარებით სამივე მიმართულებით გააუმჯობესა ქულები, საშუალო მაჩვენებელი კვლავ 380-395 ქულის ფარგლებშია, სტანდარტთან სხვაობა კი - 70-დან 85 ქულამდეა, რაც გაანგარიშებით 2-დან 2.5 წლამდე აკადემიურ ჩამორჩენას ნიშნავს.
PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგებით, საქართველო 91 ქვეყანას შორის 58-ე ადგილზეა:
422 ქულა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში;
384 ქულა კითხვაში / ტექსტის გააზრებაში;
416 ქულა მათემატიკაში;
413 ქულა კომპიუტერული ამოცანების გადაჭრაში (Computational Problem Solving).
ასევე, საქართველოში გოგონებისა და ბიჭების მოსწრებას შორის საგრძნობი დისბალანსია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: გოგონების საშუალო ქულაა 430, ხოლო ბიჭებისა - 415;
კითხვაში სხვაობა დრამატულია - გოგონები (406 ქულა) ბიჭებს (364 ქულა) 42 ქულით უსწრებენ.
მათემატიკის მიმართულებით კი შედეგები თითქმის თანაბარია - გოგონები: 417, ბიჭები: 416.
კვლევიდან გამომდინარე, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მოსწრების შედეგების მხოლოდ 4.4%-ს განაპირობებს, თუმცა სხვაობა ყველაზე შეძლებულ (advantaged) და ყველაზე შეჭირვებულ (disadvantaged) მოსწავლეებს შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მაინც საგრძნობია და 46 ქულას შეადგენს.
რაც შეეხება სასკოლო გარემოს, საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე დისციპლინის ინდექსი საქართველოში 0.24-ია - OECD-ის საშუალო - 0.14-ზე მაღალი; ასევე მოსწავლეთა 67.8% აცხადებს, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემოა და ბულინგს არ განიცდის.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეთა მხოლოდ 19.6%-ს აქვს მაღალი დასწრება და არ აცდენს გაკვეთილებს საპატიო მიზეზის გარეშე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გაცდენები კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს სკოლებში.
ქართველი მოსწავლეების 42% იყენებს AI ინსტრუმენტებს კვირაში ერთხელ მაინც სასწავლო მიზნებისთვის, ხოლო 69.3%-ს სკოლაში ასწავლიან, როგორ გადაამოწმონ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ინფორმაცია.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა