| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო წესები, ხშირად არ წარმოადგენს მხოლოდ მკაცრ მოთხოვნებს და უნიკალურ ადგილობრივ ტრადიციებსაც ასახავს.
წესები განსხვავებულია - სადღაც მოსწავლეები თავად ალაგებენ კლასებს, სხვაგან კი დაგვიანებისთვის მშობლებსაც კი აჯარიმებენ.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებიდან - თუ რა არის ნებადართული და რა იკრძალება ამა თუ იმ ქვეყნის მოსწავლეებისთვის.
იაპონია - სკოლები დამლაგებლების გარეშე
იაპონიის სკოლებს როგორც წესი, დამლაგებლები არ ჰყავს. საკლასო ოთახებს, დერეფნებს, იატაკებსა და საპირფარეშოებს თავად მოსწავლეები ალაგებენ. ეს არა სასჯელი, არამედ მრავალწლიანი ტრადიციაა, რომელიც ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობას, შრომის პატივისცემასა და საერთო სივრცეზე ზრუნვის კულტურას უყალიბებს.
დიდი ბრიტანეთი - ჯარიმა დაგვიანებისთვის
დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ სკოლაში დაგვიანება შეიძლება დაჯარიმებით დასრულდეს. თუ მოსწავლე სკოლაში რეგულარულად აგვიანებს, ფინანსური ჯარიმის გადახდა მის მშობლებს უწევთ.
ფინეთი - ნაკლები საშინაო დავალება, მაღალი შედეგები
ფინეთის სკოლებში მოსწავლეებს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ცოტა საშინაო დავალება აქვთ და გაკვეთილებზეც ნაკლებ დროს ატარებენ. მიუხედავად ამისა, ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.
სამხრეთ კორეა - სასწავლო დღე საღამომდე გრძელდება
სამხრეთ კორეაში სასწავლო დღე ზოგჯერ საღამოს 21:00 საათამდეც კი გრძელდება. ძირითადი გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბევრი მოსწავლე დამატებით სასწავლო ცენტრებსა და მოსამზადებელ კურსებს ესწრება.
გერმანია - კლასში ჩატოვება და დასწრების მკაცრი კონტროლი
გერმანიაში თუ მოსწავლე სასწავლო პროგრამას ვერ დაძლევს, შესაძლოა ის იმავე კლასში კიდევ ერთი წლით ჩარჩეს, რაც ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება. გარდა ამისა, სკოლაში ყოველდღიური დასწრება სავალდებულოა, ხოლო არასაპატიო გაცდენები ჯარიმით ისჯება. თუ სასწავლო პერიოდში მოსწავლეს ქუჩაში აღმოაჩენენ, მის მშობლებს შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციები დაეკისროთ. იხილეთ - „არების“ გამო მოსწავლეებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ - როგორ ებრძვიან გაცდენებს გერმანიის სკოლებში
საფრანგეთი - სადილი, რომელიც ორ საათამდე გრძელდება
საფრანგეთის სკოლებში სადილის შესვენება ორ საათამდეც შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო მენიუ რამდენიმე კერძისგან შედგება. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ ჯანსაღი კვება განათლებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
კანადა - დასვენებისა და სტრესის მოსახსნელი სივრცეები
კანადის არაერთ სკოლაში მოწყობილია სპეციალური ოთახები, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დაისვენონ, ან უბრალოდ დრო განმარტოებით გაატარონ.
შვედეთი - მოსწავლეები მასწავლებლებს სახელით მიმართავენ
შვედეთის სკოლებში მოსწავლეებს უფლება აქვთ მასწავლებლებს სახელით მიმართონ. ეს ტრადიცია მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დისტანციის შემცირებას და უფრო თავისუფალი, კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება.
ჩინეთი - ბავშვებს სკოლაში ძილის უფლებას აძლევენ
ქვეყნის სკოლებში მოსწავლეთა ძილი წახალისებულია. სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გასაშლელი მერხები არსებობს. მისი გაშლა და დარეგულირება ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ - იხილეთ ვრცლად
სინგაპური - მკაცრი დისციპლინა და წესრიგი
მოსწავლეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დისციპლინას, ხოლო სკოლის ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნად ითვლება.
ავსტრალია - ბევრ სკოლაში სავალდებულოა ფართოფარფლებიანი ქუდის ტარება მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად. მოქმედებს ცნობილი წესი: „No hat, no play“ („თუ ქუდი არ გაქვს, ეზოშიც ვერ ითამაშებ“).
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის