სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისში“ პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
11-09-2026
-
+


სკოლა „ანაბასისში“ ღია კარის დღე გაიმართა.

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. 

შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღე, გაცნობის, საინტერესო შეხვედრებისა და მომავალი სასკოლო ცხოვრების შესახებ პირველი შთაბეჭდილებების შექმნას დაეთმო.

შეხვედრა სკოლის დირექტორმა გახსნა. მან მშობლებს გააცნო სკოლის მისია, ხედვა და ძირითადი ღირებულებები, ისაუბრა იმ პრინციპებზე, რომლებიც ჩვენი სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საგანმანათლებლო საქმიანობას განსაზღვრავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლის ისტორიას, მრავალწლიან გამოცდილებასა და იმ ტრადიციებს, რომლებიც დღესაც ქმნის „ანაბასისის“ უნიკალურ საგანმანათლებლო გარემოს.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მომავალი პირველკლასელების პედაგოგის ლოლიტა ნებიერიძის წარდგენას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ქალბატონი ლოლიტა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პროფესიონალია, რომელიც გამოირჩევა სიახლეებისადმი ინტერესით, მუდმივი განვითარების სურვილითა და მაღალი მოტივაციით.

მან მშობლებს საკუთარი მდიდარი პედაგოგიური გამოცდილება, სწავლების თანამედროვე მიდგომები და ის ხედვა გაუზიარა, რომლის მიხედვითაც პირველ კლასში ბავშვისთვის სწავლა უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, შემოქმედებითი და აღმოჩენებით სავსე პროცესი.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მშობლებისთვის გაცნობილი სამომავლო ღონისძიებებისა და აქტივობების მრავალფეროვანი პროგრამა.

„დაგეგმილი ინიციატივები აერთიანებს შემოქმედებით, შემეცნებით, პრაქტიკულ და გუნდურ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ დამოუკიდებლობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის განვითარებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ პირველი კლასი ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია - სწორედ აქ იწყება მისი დიდი სასკოლო მოგზაურობა.

გვინდა, ეს დასაწყისი იყოს თბილი, საინტერესო, უსაფრთხო, მოტივაციის მომცემი და ბედნიერი.

„ანაბასისში“ თითოეული ბავშვი ახალი შესაძლებლობის დასაწყისია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება