TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ხელოვნური ინტელექტის გამო სტუდენტთა შეფასების სისტემას ესპანეთში ცვლიან
02-08-2026
-
+


ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ წარმატებული სტუდენტის უპირატეს უნარებად მიიჩნეოდა - ინფორმაციის მოძიება, ხარისხიანი ესეების წერა და სასწავლო მასალის ანალიზი. დღეს ამ ამოცანების მნიშვნელოვან ნაწილს ხელოვნური ინტელექტი წამებში ასრულებს. 

სწორედ ამიტომ, მსოფლიოს უნივერსიტეტების წარმოადგენლები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას: როგორ დარწმუნდნენ, რომ სტუდენტმა სასწავლო მასალა ნამდივლად აითვისა და ნაშრომი ChatGPT-ის ან სხვა AI-ინსტრუმენტის დახმარებით არ მოამზადა?

ეს საკითხი თანდათან ცვლის როგორც სწავლების, ისე ცოდნის შეფასების ტრადიციულ მიდგომებს.

დღევანდელი სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტი სიახლე აღარ არის - ის ისეთივე ყოველდღიური ინსტრუმენტია, როგორიც საძიებო სისტემები ან ონლაინ ბიბლიოთეკა.

CYD Foundation-ის კვლევის მიხედვით, ესპანეთის უნივერსიტეტების სტუდენტების 89% ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მათგან ბევრი მსგავს სერვისებს რეგულარულად მიმართავს, ნაწილი კი - თითქმის ყოველდღიურად. სტუდენტები AI-ს სხვადასხვა მიზნით იყენებენ: რთული თემების გასაგებად, გაუგებარი მასალის განსამარტად, სამუშაო გეგმის შესადგენად ან დავალების პირველადი ვერსიის მოსამზადებლად. ბევრისთვის ის უკვე სრულფასოვან ციფრულ ასისტენტად იქცა, რაც თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ლექტორებს სულ უფრო უჭირთ სტუდენტის ცოდნის დონის რეალური შეფასება.

სულ უფრო ხშირია, როდესაც სტუდენტი აბარებს იდეალურად დაწერილ, გამართულად სტრუქტურირებულ და უშეცდომო ნაშრომს, თუმცა ზეპირი განხილვისას უჭირს ძირითადი იდეების ახსნა ან დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ამ პირობებში ტრადიციული საშინაო დავალებები და წერილობითი ნაშრომები ყოველთვის აღარ იძლევა ცოდნის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ბევრი უნივერსიტეტი AI-ის გამოყენების ფაქტებს უკვე გამოცდების დროსაც აწყდება, ხოლო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსტების ამომცნობი არსებული სისტემები ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან და ასპროცენტიან სიზუსტეს ვერ უზრუნველყოფს.

იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, ნამდვილად ესმის თუ არა სტუდენტს ნასწავლი მასალა, არაერთი უმაღლესი სასწავლებელი შეფასების ძველ ფორმატებს უბრუნდება.

ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ტენდენცია ზეპირი გამოცდების პოპულარობის ზრდაა. ასეთი გამოცდის დროს მზა პასუხის უბრალოდ გადაწერა შეუძლებელია - სტუდენტმა დამოუკიდებლად უნდა ახსნას ძირითადი კონცეფციები, დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია და რეალურ დროში უპასუხოს დამაზუსტებელ შეკითხვებს. ამასთანავე, ბევრი უნივერსიტეტი ზრდის აუდიტორიაში ჩატარებული საკონტროლო სამუშაოებისა და გამოცდების წილს და ამცირებს იმ დავალებების რაოდენობას, რომლებიც სტუდენტები სახლიდან ასრულებენ.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხები დღეს მხოლოდ სტუდენტებისა და ლექტორების განხილვის თემა აღარ არის. 2025 წელს University of Almería-მ უნივერსიტეტებში AI-ის გამოყენების საკითხებზე სპეციალური კონფერენცია გამართა. ამის მიზეზი იყო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სადავო შემთხვევების ზრდა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს არა მხოლოდ გადაწერისა და ცოდნის შეფასების პრობლემებზე, არამედ უფრო ფართო საკითხებზეც, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დაცვა, ალგორითმების მუშაობის გამჭვირვალობა, ხელოვნური ინტელექტის შესაძლო შეცდომები და მიკერძოებულობა.

უნივერსიტეტების აკადემიური საზოგადოება ხელოვნურ ინტელექტს უკვე აღარ განიხილავს, როგორც დროებით ტექნოლოგიურ ტენდენციას. დღეს ის აღიქმება ფაქტორად, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზე ახდენს გავლენას და სწავლებისა და შეფასების ახალი მოდელების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება