სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიკროკრედიტები და კიდევ 3 ცვლილება უმაღლეს განათლებაში - მთავრობის კანონშემოქმედებითი გეგმა ცნობილია
03-09-2026
-
+


საქართველოს პარლამენტის 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ცნობილია, რომელიც უმაღლესი განათლების კანონში 4 ცვლილებას ითვალისწინებს.

პირველი კანონპროექტი პოსტდოქტორანტურას ეხება - ​განისაზღვრება, რომ პოსტდოქტორანტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ის პირი, რომელსაც დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი კონკურსის გამოცხადების დღისთვის დადგენილი ვადის ფარგლებში აქვს მინიჭებული; განისაზღვრება პოსტდოქტორანტად პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევის მოთხოვნა.

მეორე ცვლილებით, თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება რეგულაციები „ციფრულ სწავლებასთან“ დაკავშირებით.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მიზანშეწონილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატოს micro-credential მიკროკრედიტის/მიკროკვალიფიკაციის დეფინიცია და შესაბამისად, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში შემოღებულ იქნეს აღნიშნული ინსტიტუტი.

„კანონში მიკროკრედიტის მიკროკვალიფიკაციის დეფინიციის განსაზღვრა აუცილებელია, რათა შეიქმნას მიკროკრედიტის განხორციელების ერთიანი სამართლებრივი საფუძველი... განისაზღვრება, რომ მიკროკრედიტი არის მცირე მოცულობის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ადასტურებს მსმენელის ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს, ორიენტირებულია ინდუსტრიის, შრომის ბაზრის ან საზოგადოების საჭიროებებზე და შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს“.

მეოთხე ცვლილებით კი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს უნდა დაემატოს უმაღლესი განათლების მიმართულებით დუალური განათლების დეფინიცია: „დუალური უმაღლესი განათლება გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ისეთ ფორმას, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული თეორიული და აკადემიური სწავლება ინტეგრირებულია შესაბამის ორგანიზაციაში/დამსაქმებელთან განხორციელებულ პრაქტიკულ სწავლებასთან და სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებით გეგმაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება