სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები
10-09-2026
-
+


მანდატურის მიერ სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ხორციელდება სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დათვალიერება როგორც ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით, ისე არადისტანციურად.

სკოლაში განაწილებული მანდატურებიდან ერთი მანდატური საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე 10 წუთით ადრე არადისტანციურად ათვალიერებს სკოლის გარე პერიმეტრს და დგება სკოლის გარეთ, შესასვლელთან/შესასვლელებთან, ხოლო საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს სკოლის შიდა პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას. 

იმ სკოლებში, სადაც განაწილებულია ორი მანდატური და სათვალთვალო კამერების რაოდენობა იძლევა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლის შესაძლებლობას (არანაკლებ სკოლის პერიმეტრის 70 %-ისა და მეტი):

ა) საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ერთი მანდატური იწყებს და გაკვეთილების მსვლელობის დროს უწყვეტად, მათ შორის გაკვეთილებს შორის შესვენების დროსაც, დისტანციურად ათვალიერებს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს. გაკვეთილებს შორის შესვენების დროს, მეწყვილე მანდატური სკოლის შიდა პერიმეტრს ათვალიერებს არადისტანციურად.

ბ) გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, თითოეული გაკვეთილის დასრულებამდე ბოლო 10 წუთის განმავლობაში (თუ სკოლის გარე პერიმეტრის დასათვალიერებლად საჭიროა 10 წუთზე ნაკლები დრო, მანდატური დასათვალიერებლად გადის იმ დროით, რაც საკმარისია სკოლის გარე პერიმეტრის დასათვალიერებლად), ერთი მანდატური ათვალიერებს სკოლის გარე პერიმეტრს (ათვალიერებს შენობის ყველა მხარეს, იმ ადგილების ჩათვლით, სადაც სავარაუდოდ შეიძლება იყოს მოსწავლეების ან უცხო პირების კონცენტრაცია) და შესვენების დაწყებამდე ბრუნდება სკოლის შენობაში. სკოლის შენობაში დაბრუნების ვალდებულება არ ვრცელდება იმ სკოლაში განაწილებულ მანდატურებზე, რომელ სკოლაშიც გაკვეთილებს შორის შესვენებებს მოსწავლეები ატარებენ სკოლის ეზოში.

გ) ნებისმიერი გამონაკლისი აღნიშნული წესიდან თანხმდება შესაბამის კოორდინატორთან კომუნიკაციის იმ ფორმით, რომელიც მიღებულია მსგავსი ტიპის ურთიერთობისათვის;

დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ეჭვის გაჩენის/დაფიქსირების შემთხვევაში, კამერებთან მყოფი მანდატური ვალდებულია ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს რაციის მეშვეობით, იმ მანდატურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მანდატურები შემთხვევის ადგილიდან არიან შორს და თვითონ უფრო მცირე ვადაში შეძლებს შემთხვევის ადგილზე მისვლას, თვითონ უზრუნველყოს შემთხვევის ადგილზე გასვლა. აღნიშნული შეტყობინების დროს, მეწყვილესათვის გადაცემული თითოეული შეტყობინების თაობაზე ჩანაწერი კეთდება შესაბამის ცხრილში.

მანდატური, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის პერიმეტრის არადისტანციურ დათვალიერებას, გამოვლენილი დარღვევის/სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ, რაციის მეშვეობით ატყობინებს მანდატურს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის პერიმეტრის დათვალიერებას ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით.

ტექნიკური გაუმართაობის გამო, დისტანციური წესით სკოლის პერიმეტრის მინიმუმ 70 %-ის დათვალიერების შეუძლებლობისას, მანდატურები სკოლის პერიმეტრის დათვალიერებას ახდენენ არადისტანციური წესით შესაბამისი მიზეზის აღმოფხვრამდე.

პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ერთხელ, მანდატურები უფლებამოსილნი არიან, შესაბამის კოორდინატორთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 30 წუთით შეისვენონ. იმ საჯარო სკოლებში, სადაც განაწილებულია ოთხზე მეტი მანდატური, მანდატური/მანდატურები უფლებამოსილნი არიან, კოორდინატორთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 30 წუთით შეისვენონ ისე, რომ შესვენებულ მანდატურთა რაოდენობა არ აღემატებოდეს სკოლაში
განაწილებულ მანდატურთა საერთო რაოდენობის ორ მესამედს.

მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ერთხელ, მანდატურები უფლებამოსილნი არიან, წინასწარ შესაბამის კოორდინატორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 30 წუთით შეისვენონ. იმ საჯარო სკოლებში, სადაც განაწილებულია სამზე მეტი მანდატური, მანდატურები უფლებამოსილნი არიან, წინასწარ შესაბამის კოორდინატორთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, არაუმეტეს 30 წუთით შეისვენონ ისე, რომ შესვენებულ მანდატურთა რაოდენობა არ აღემატებოდეს სკოლაში განაწილებულ მანდატურთა საერთო რაოდენობის ორ მესამედს.

მერვე და ყოველი მომდევნო გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, მანდატურები უფლებამოსილნი არიან, კოორდინატორთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, შეისვენონ 30 (ოცდაათი) წუთით. მანდატური/მანდატურები უფლებამოსილნი არიან, კოორდინატორთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 30 წუთით შეისვენონ ისე, რომ შესვენებულ მანდატურთა რაოდენობა არ აღემატებოდეს სკოლაში განაწილებულ მანდატურთა საერთო რაოდენობის ორ მესამედს. მანდატურები უფლებამოსილნი არიან, აღნიშნული უფლებით ისარგებლონ დღის განმავლობაში ერთხელ.

მეხუთე და ყველა მომდევნო გაკვეთილის შემდეგ შესვენების დროს, მანდატურ(ებ)ი დგება/დგებიან გარეთ, სკოლის შესასვლელთან/შესასვლელებთან და აკონტროლებს/აკონტროლებენ მოსწავლეების გადინებას და შესვლას სკოლის შენობაში.

ნებისმიერი გამონაკლისი აღნიშნული წესიდან თანხმდება შესაბამის კოორდინატორთან კომუნიკაციის იმ ფორმით, რომელიც მიღებულია მსგავსი ტიპის ურთიერთობისათვის. 

მანდატურს, ერთი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, უფლება აქვს ერთ ადგილას შეჩერდეს არაუმეტეს 15 წუთით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.

საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა მოსწავლე დატოვებს სკოლის ტერიტორიას სკოლის ტერიტორიიდან გასვლამდე, მანდატური/მანდატურები ვალდებულნი არიან გადანაწილდნენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე და უზრუნველყონ არადისტანციური დათვალიერება. შემოწმების დროს დაუშვებელია მანდატურების გადაადგილება ჯგუფურად, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება