| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებაში ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რა შემთხვევაში ენიჭება სკოლას უფლებამოსილება, ჩაატაროს რომელიმე საგანში კომბინირებული გამოცდა:
„ერთსა და იმავე საგანში ერთდროულად 2 ან მეტი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სკოლა უფლებამოსილია ჩაატაროს საგნის კომბინირებული გამოცდა, რომელიც იძლევა თითოეული კლასის გამიჯნულად შეფასების შესაძლებლობას“, ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.
რაც შეეხება სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ და ასევე არჩევით საგნებს, V კლასის II სემესტრიდან მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით და აქედან გამომდინარე, ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება - „ჩაეთვალა“.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„სასკოლო ფორმა ხელს უწყობს თანასწორი გარემოს შექმნას“
„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...