სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღებში სამუშაო საათები გაგვიზარდეს, შესვენებას ვერ ვიყენებთ“- რას პასუხობს საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი პედაგოგებს
08-09-2026
-
+


​„საგარეჯოს საბავშვო ბაღებში სამუშაო საათობრივი დატვირთვა იზრდება - 9-საათიან გრაფიკზე გადავდივართ და შესვენებასაც ვერ გამოვიყენებთ, რადგან შემცვლელები არ გვყავს“, - etaloni.ge-ს საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები ახალი სააღმზრდელო წლისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრებიან და ამ ყველაფრის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ, - „ისედაც მიზერული ანაზღაურება გვაქვს, დამატებითი საათები რატომ უნდა ვიმუშაოთ?.. როდესაც უკმაყოფილება გამოვთქვით პროფკავშირთან და დახმარება ვთხოვეთ, ეს ამბავი ზემდგომებამდე მივიდა და უსიამოვნებები გვქონდა... არ ვიცით, რა გზას დავადგეთ“...

სხვათა შორის, აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო და მაშინ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი - ნაილი ალექსაშვილი etaloni.ge-სთან აღნიშნავდა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თუ პედაგოგებს დატვირთვა გაეზრდებათ, ანაზღაურებაც მოიმატებს და ზოგადად, ჩვენს თანამშრომლებს პრობლემებს არ შევუქმნით, უბრალოდ მშობლები ითხოვენ, ბაღებმა საღამოს 6 საათამდე იმუშაოსო.

რა ხდება ამჟამად? მართლაც გადადის თუ არა საგარეჯოს საბავშვო ბაღები 9 საათიან გრაფიკზე? - ​დეტალების გასარკვევად etaloni.ge საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელს, ქეთევან ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა: 

​„არც ერთი წუთით, ზედმეტად არავინ იმუშავებს“ - განაცხადა მან და განმარტა, რომ საბავშვო ბაღების მუშაობის გრაფიკი უპირველესად ავტორიზაციის სტანდარტებსა და მშობლების ინტერესებზეა მორგებული: ​„ავტორიზაციის სტანდარტით, ბაღმა 18:00 საათამდე იმუშაოს. გარდა ამისა, ეს მშობლების მოთხოვნაცაა - მომუშავე მშობლებს სჭირდებათ, რომ შვილების გაყვანა სამუშაო დღის დასრულებამდე შეძლონ. ამის ფონზე, დავუშვით ბავშვები ბაღებში 17:30 საათამდე დარჩნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ზედმეტად იმუშავებს“.

​როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, ბაღებში მოქმედებს ცვლადი გრაფიკი, რაც თანამშრომელთა გადატვირთვას გამორიცხავს: ​

„თანამშრომელთა ნაწილი, ვინც სამუშაოს დაიწყებს 09:00 საათზე, დაასრულებს 17:00 საათზე, ხოლო მეორე ნაწილი იმუშავებს 10:30-დან 18:30 საათამდე. ​გარდა ამისა, გარკვეული თანამშრომლები მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე - 09:00-დან 14:00 საათამდე. ​შესვენების უფლებასა და შემცვლელების საკითხს ​რაც შეეხება, აღმზრდელებს ჰყავთ თანაშემწეები, ჯგუფებში ასევე ჩართულები არიან მეთოდისტები, მედდები, ფსიქოლოგები და ლოგოპედები. შესაბამისად, პერსონალს შორის მოვალეობების გადანაწილება და ნახევარსაათიანი თუ ერთსაათიანი შესვენებით სარგებლობა პრობლემას არ წარმოადგენს“.

როგორი გრაფიკით უნდა იმუშაონ აღმზრდელებმა, რატომ უნდა დააფიქსირონ ხელმოწერები სამუშაო დღის განმავლობაში რამდენჯერმე და თუ იგეგმება ანაზღაურების ზრდა? - აღნიშნულ კითხვებზე გაერთიანების ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ბაღებში სადისციპლინო კონტროლი დაწესებულია - თანამშრომლებს ხელმოწერის დაფიქსირება დღეში რამდენჯერმე ევალებათ... მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ამიტომ წესრიგის დაცვა აუცილებელიაო და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, თუნდაც გაზრდილი სამუშაო დროის პირობებში, არსებული ბიუჯეტის გათვალისწინებით, ხელფასების მატება მის უფლებამოსილებას სცდება. ხოლო რაც შეეხება გრაფიკს, აღმზრდელების ნაწილი 9-დან 17:00 საათამდე და 09-30-დან 17:30 საათამდე იმუშავებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება