სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია
04-09-2026
-
+


2026 წლის სექტემბრიდან ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში. პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი განხორციელდება ორ ეტაპად – პირველი ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღება/გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას.

პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

კანდიდატთა შერჩევისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია სტუდენტის აკადემიური მოსწრება - GPA 2.7-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. ამასთანავე, სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრულია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 4 პოზიციაზე:

· პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის სტაჟიორი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100721?active=1

· არაფორმალური განათლების პროგრამის სტაჟიორი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100741?active=1

· ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის სტაჟიორი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100762?active=1

· სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის პროგრამის სტაჟიორი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100769?active=1


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება