| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლაში კლასის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა შორის სწორი დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. დამრიგებელმა უნდა გადაჭრას ბავშვებს შორის კონფლიქტი, იზრუნოს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა თუ პიროვნულ განვითარებაზე, შეამჩნიოს მოსწავლეთა ინტელექტუალური თუ შემოქმედებით შესაძლებლობები... კლასის ხელმძღვანელს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ბავშვების, მშობლების წინაშე და ისიც საინტერესოა, როგორ არეგულირებენ მოსწავლეთა შორის უთანხმოებებს? - კითხვებზე პასუხის გასაგებად etaloni.ge დაუკავშირდა სხვადასხვა საჯარო სკოლის რამდენიმე დამრიგებელს.
ხელმძღვანელები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დამრიგებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებაში. ის არის სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების დამაკავშირებელი რგოლი.
„დამრიგებელი სკოლას წარმოადგენს. კლასში ყველა გაუგებრობა დამრიგებლის გავლით ხდება. კლასის ხელმძღვანელი სკოლასთან დაკავშირებულ ყველა საკითხის საქმის კურსში უნდა იყოს. ჩვენ. ზოგადად. წლის დასაწყისში ვადგენთ სადამრიგებლო პროგრამებს, რომელთა ფარგლებშიც გავწერთ სხვადასხვა საგნის თემატიკასთან დაკავშირებულ მნიშვენლოვან თემებს. ამ საგნების გარდა, ზოგადი განათლების კუთხითაც ვმუშაობთ. თუ არის დაძაბულობა მოსწავლეებს შორის, ან კონფლიქტური სიტუაცია, სადამრიგებლო საათის ფარგლებში ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ. ასევე მათთან ინდივიდუალური საუბარი ჩვენთვის უწყვეტი პროცესია. სანამ კონფლიქტი სიღრმეებში შევა ვცდილობ დასაწყისშივე აღმოვფხვრა. ვცდილობ, თუ რაიმე ქცევაა დასარეგულირებელი შესაბამის თემატიკასთან დაკავშირებით ფილმს ვაყურებინო, ან ვურჩიო სახლში უყურონ ანიმაციას. ასე ისინი შორიდან ხედავენ და თვითონ აანალიზებენ კონკრეტული ქცევა კარგია თუ ცუდი“, - აღნიშნავს ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის დამრიგებელი, ინა მეცხვარიშვილი.
როგორც ინა მეცხვარიშვილმა აღნიშნა, კლასს ასევე სხვადასხვა როლურ თამაშსაც სთავაზობს. მინისპექტაკლებსაც დგამენ. თავად ხელმძღვანელიც წერს მონახაზებს, რომლებსაც ბავშვების დამხარებით კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. აღნიშნული აქტივობებით ბავშვები დამოუკიდებლად ხვდებიან რაიმე ქცევა თუ აქვთ დასარეგულირებელი ან გამოსასწორებელი.
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის დამრიგებელი, დალი ბარათაშვილი გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისი გაკვეთილი, მუდმივად მობილიზებულია, რათა არ გამოეპაროს რაიმე საკითხი; ცდილობს პრობლემა სკოლაშივე გადაჭრას, სანამ მშობლამდე მიაღწევს, ხოლო მშობელს მაშინ უკავშირდებიან და აცნობენ საკითხს, როდესაც თავად ვერ უმკლავდებიან პრობლემას.
„ზოგადად მოსწავლეებს შორის კონფლიქტი გაუგებრობის შედეგად ხდება, როდესაც ერთმანეთის არ ესმით და საერთო მიზნები არ აქვთ. ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ბავშვებისთვის ისეთი პროექტები შემეთავაზებინა, რომლებზეც მუშაობას ერთობლივად შეძლებდნენ. ამით ერთმანეთის ძლიერ მხარეებსაც აღმოაჩენდნენ და თან ერთმანეთთან კომუნიკაციასაც გააძლიერებენდენ. ყოველ წელს ვრთავ მათ საინტერესო აქტივობებში. მაგალითად, შარშან დავგეგმეთ და განვახორციელეთ პროექტი - „რა არის ბულინგი“ , ვისაუბრეთ ასევე მის სახეებზე, ფილმებიც განვიხილეთ, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ ჩაგრავენ ერთმანეთს პერსონაჟები. განვიხილეთ ვინ იყო დამნაშავე და როგორ გამოესორებინა ჩადენილი არასწორი საქციელი. ასეთი განხილვის დროს გონებაში ინერგება რა არის კარგი და ცუდი“, - აღნიშნავს ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი.
დალი ბარათაშვილი სადამრიგებლო კლასს ქიმიას ასწავლის და გაკვეთილის მსვლელობის პროცესში თუ რაიმე უთანხმოებას შეამჩნევს მაშინვე ცდილობს, გაანეიტრალოს. მას მიაჩნია, რომ არცერთი მოსწავლე არ უნდა გაამართლოს ან გაამტყუნოს სხვების წინაშე. ფიქრობს, ასეთ დროს დამრიგებელმა სწორი სტრატეგია უნდა აირჩიოს. თავად ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ ესაუბრება კონფლიქტში მონაწილე მხარეებს და ორივეს გულდასმით უსმენს, შემდგომ კი ცდილობს აღმოფხვრას პრობლემა.
პედაგოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყველაზე რთულია გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან ყოველი სიტყვა ფრთხილად, სწორად უნდა იყოს შერჩეული. ისინი მეტად მგრძნობიარეები არიან და ყველაფერს მძაფრად აღიქვამენ. მათ ხშირად სხვადასხვა სახის კომპლექსი უჩნდებათ და საკუთარ თავში იკეტებიან. სკოლაში კი კლასის ხელმძღვანელები ამის აღმოფხვრას სხვადასხვა გზით ცდილობენ.
როგორც ბათუმის N13 საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებელი ირინე სურმანიძე აღნიშნავს, კლასის ხელძღვანელს მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მოსწავლეებთან, რათა ძალადობა და ბულინგი თავიდან აიცილონ.
„მოსწავლე გაკვეთილს არ ყვებოდა, რადგან დასცინოდნენ. მასთან ინდივიდუალურად ვისაუბრე, რომ კომპლექსი არ გასჩენოდა. საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მოსწავლე ძალიან ჩაკეტილია. ასეთ დროს მასთან მეტ დროს ვატარებ. ვცდილობ, კლასში ჩაგრული ბავშვი არ მყავდეს და ყველას უსაფრთხო გარემო შევუქმნა. მოსწავლის მომავლისთვის მომზადება ჩემი თვითმიზანია. მინდა, ჩემი კლასის თითოეული მოსწავლე თავისუფალი, შემწყნარებელი, კონკურენტუნარიანი და აქტიური მოქალაქე იყოს“, - აღნიშნავს ბათუმის N13 საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებელი, ირინე სურმანიძე.საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
თანხის გადახდის ბოლო დღე 5 ივნისია
რეგისტრაცია 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება - ვის აქვს გამოცდაზე გასვლის უფლება და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ
ექსკურსიის დროს ბოდბის მონასტერში მოსწავლე სიმაღლიდან გადავარდა და მცირე დაზიანებები მიიღო - დეტალები
„როდესაც სკოლის ეზოში მოსწავლეების მიერ შესრულებულ საქართველოს ჰიმნს ვისმენ და ვხედავ მათ ანთებულ თვალებს, ვხვდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საიმედო ხელშია...“
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
ხრიალეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
დაუვიწყარი დღე პატარა მოსწავლეებისთვის - ცხემლისხიდის საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული აქტივობით ემშვიდობება
„ვულოცავთ პატარა „ცოდნის მაძიებლებს“ და კვლავ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...